13:53 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-25 13:58:10, 660 ნახვა

საზოგადოება
სერგეენკო: მივესალმები PSP-ს, რომ გამოხატა კეთილი ნება და მედიკამენტზე ფასები 20%-ით შეამცირა

„უახლოესი დღეების დინამიკას დავაკვირდებით, რამდენად შეძლებს იგივე PSP ფასების შენარჩუნების ტენდენციას, ან რამდენად გაიზიარებენ მის მაგალითს სხვა ფარმაცევტული კომპანიები“, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერეციაზე განაცხადა, უწყება მედიკამენტების ფასებზე მონიტორინგს აწარმოებს და ეს ფასები ბოლო პერიოდის განმავლობაში სტაბილური არ არის.

"გუშინდელი მდგომარეობით, 15 000 საბაზრო დასახელებიდან 500-მდე მედიკამენტზე ფასი მომატებულია 15-20%-ის ფარგლებში. რაც შეეხება დანარჩენ რამდენიმე ათას მედიკამენტს, ყოველთვის იყო და ალბათ ყოველთვის იქნება, ზოგი ძვირდება და ზოგი იაფდება. ჩვენ გვქონდა და გვაქვს სამოქმედო გეგმა, რომლის დამუშავება 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. პირველი შედეგი ათ დღეში იქნება. თუმცა, გუშინ მე მივესალმე და კიდევ გამოვხატავ ჩემს დამოკიდებულებას ფარმაცევტული კომპანია PSP-ს მიმართ, რომელმაც გამოხატა კეთილი ნება და გუშინ პირველ ათ მედიკამენტზე ფასები 20%-ით შეამცირა. როგორც გვპირდება ეს გაგრძელდება და პირველ დარტყმას შეამსუბუქებს. უახლოესი დღეები დინამიკას დავაკვირდებით, რამდენად შეძლებს იგივე PSP ამ ტენდენციის შენარჩუნებას, ან რამდენად გაიზიარებენ მის მაგალითს სხვა ფარმაცევტული კომპანიები", - განაცხადა დავით სერგეენკომ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics