21:58 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-21 21:42:27, 722 ნახვა

პოლიტიკა
ალასანია: დღეს პროკურატურასთან შეკრებილებმა ივანიშვილს უთხრეს, რომ ყელში ამოხვედი

"დღეს პროკურატურასთან შეკრებილებმა ივანიშვილს უთხრეს, რომ ყელში ამოხვედი,"- ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ "კურიერის" ეთერში განაცხადა.

"დღეს პროკურატურასთან შეკრებილებმა ივანიშვილს უთხრეს, რომ ყელში ამოხვედი. აღარ გვინდა, რომ მართავდე პროკურატურას. აღარ გვინდა, რომ მართავდე სასამართლოს. არ გვინდა, რომ ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში ერეოდე, საერთოდ თავი დაგვანებე. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი გზავნილი," - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ალასანიას თქმით, მისი გუნდი შემდეგ აქციას სასამართლოსთან გეგმავს, რომლის შემდეგაც რეგიონებში პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვებას გეგმავს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტს გადაუგზავნიან.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი აქვე აცხადებს, რომ მას კომუნიკაცია პრეზიდენტთან არ ჰქონია, თუმცა სჯერა, რომ პრეზიდენტი თვალყურს ადევნებს პროცესებს.

„ჩვენ გვჯერა, რომ სამართლიანობას ვიპოვით პრეზიდენტის ინსტიტუტში,“ - განაცხადა ალასანიამ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics