|
2016-05-20 10:53:13, 1277 ნახვა
მსოფლიო
ეგვიპტური ავიაკომპანიის EgyptAir-ის კუთვნილი თვითმფრინავის ძებნა გრძელდება
ხმელთაშუა ზღვაში ეგვიპტური ავიაკომპანიის EgyptAir-ის კუთვნილი თვითმფრინავის ძებნა გრძელდება, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც მედია საშუალება საბერძნეთის საჰაერო ინციდენტის მთავარ გამომძიებელზე, ატანასიოს ბინისზე დაყრდნობით წერს, გუშინ სამძებრო სამუშაოებში მონაწილე ბერძნული თვითმფრინავის ეკიპაჟის მიერ კუნძულ კარპატოსთან ნაპოვნი ნამტვრევები და სამაშველო ჟილეტები Airbus A320-ის არ აღმოჩნდა. “ნაპოვნი საგნების შეფასებამ აჩვენა, რომ ისინი თვითმფრინავს არ ეკუთვნოდა”, - განაცხადა ატანასიოს ბინისმა. საბერძნეთის წარმომადგენლის ინფორმაცია დაადასტურეს ავიაკომპანია EgyptAir-შიც, სადაც განაცხადეს, რომ აღმოჩენილი ნამტვრევები მათ თვითმფრინავს არ ეკუთვნოდა. მედიის ინფორმაციით, საბერძნეთის კუნძულ კარპატოსთან მიმდინარე სამძებრო ოპერაციაში საბერძნეთის, ეგვიპტის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის სამხედრო ქვედანაყოფები მონაწილეობენ. ოპერაციაში ჩართულია ერთი ამერიკული თვითმფრინავიც. შეგახსენებთ, რომ რეისი MS804 პარიზიდან კაიროში მიფრინავდა. თვითმფრინავის ბორტზე ეკიპაჟის 10 წევრი და 56 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის 30 ეგვიპტელი, 15 ფრანგი, ერთი ბრიტანელი და კიდევ 10 ქვეყნის მოქალაქეები. თვითმფრინავის ბორტზე იყო 3 ბავშვიც. ბოლო კავშირის დროს თვითმფრინავი ხმელთაშუა ზღვის თავზე იმყოფებოდა. რადარებიდან ავიალაინერი ეგვიპტის საჰაერო სივრცეში შესვლიდან მალევე გაუჩინარდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)