|
2016-05-19 12:57:09, 580 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაში „რესპუბლიკელები“ მონაწილეობას არ მიიღებენ
თუ პრეზიდენტი „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონს ვეტოს დაადებს, მის დაძლევაში „რესპუბლიკელები“ მონაწილეობას არ მიიღებენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რესპუბლიკელებმა ამ პროცესში მონაწილეობა არ მიიღეს და თუ პრეზიდენტი გამოიყენეს ვეტოს უფლებას, ბუნებრივია, ისინი არც ვეტოს დაძლევაში მიიღებენ მონაწილეობას "კანონით და კონსტიტუციით დადგენილ ვადებში, ყველა კანონი ეგზავნება პრეზიდენტს, ასე მოხდება ახლაც. რაც შეეხება იმას, პრეზიდენტმა რომ ბრძანა მე ხომ არ ჩამოვიდე ქუთაისშიო, თუ დადგენილ ვადაზე უფრო ადრე სჭირდება ამას რაიმე საკითხი პარლამენტიდან, რა თქმა უნდა, მას შეუძლია ქუთაისში არა, თბილისში მობრძანდეს," - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. როგორც ცნობილია, პრეზიდენმა გუშინ, ქუთაისში ყოფნისას განაცხადა, რომ კანონპროექტი ამ დრომე არ მიუღია. "მე თვითონ ვაპირებ მივიდე პარლამენტში და მე თვითონ წამოვიღო ჩემით ხელით,“ - განაცხადა გუშინ გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)