03:53 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-19 12:31:57, 621 ნახვა

საზოგადოება
კვირის დოკუმენტი - ღვთისმშობლის ჭედური კარედი ხატის ფოტო

X საუკუნის ღვთისმშობლის ჭედური კარედი ხატის ფოტო გადაღებულია 1910 წელს ლაშხეთის თემის სოფელ ჩუკულში. დღემდე მოღწეულია ხატის მხოლოდ მარცხენა კარი წმიდა გიორგის გამოსახულებით და ქვედა ნაწილის მცირე დეტალები.

ხატის შუაში წარმოდგენილია ტახტზე დაბრძანებული ღვთისმშობელი; გვერდებზე - მოციქულები პეტრე და პავლე. მარჯვენა და მარცხენა კარებზე წმიდა მხედრები: წმიდა გიორგი და წმიდა თეოდორე.

ხატის შემორჩენილი ნაწილი, ჩუკულისა და ჯახუნდერის ეკლესიებიდან გატაცებულ სხვა ნივთების ფრაგმენტებთან ერთად,  ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში 1934 წლიდან ინახება. ხატის დიდი ნაწილი, როგორც ჩანს, 1933 წელს ლეჩხუმისა და სვანეთის ეკლესიების ძარცვას შეეწირა. 

ფოტოს ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე:  http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში:  https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.

„კვირის დოკუმენტი" ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics