|
2016-05-17 14:14:59, 1285 ნახვა
კომენტარი
დავით ნარმანია: მოვედი, რომ დავასრულო შოუ, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ დგამს
მოვედი, რათა წერტილი დავუსვა თბილისის მერიის მიმართ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ხელოვნურად შექმნილ აჟიოტაჟს, სიცრუეს და დავასრულო ის შოუ, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ დგამს ,- ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს საკრებულოს სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერმა საკრებულოს დეპუტატებსა და მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ მზად არის საზოგადოებისთვის აქტუალურ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი კიდევ ერთხელ გასცეს. „მოვედი, რომ დავასრულო სიცრუის პროპაგანდა და ტირაჟირება, რომლითაც ოპონენტები საზოგადოების, ჩვენი თანამოქალაქეების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. კიდევ ერთხელ პასუხი გავცე ყველა შეკითხვას და იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული პირები დღესაც შეეცდებიან სპექტაკლის დადგმას, ეს იქნება მათი მხრიდან კიდევ ერთი მცდელობა იმისა, რომ საზოგადოებამ არ მიიღოს ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია, შესაბამისად, ეს იქნება მათი პასუხისმგებლობა თბილისელების წინაშე. მანამ, სანამ კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადავიდოდეთ, მე მინდა, მივმართო თბილისელებს - გასაკვირი არ არის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის ცდილობს, ჩვენს წარმატებულ საქმიანობას დაუპირისპიროს სიცრუე და ხელოვნური აჟიოტაჟი - ეს მათი სტილია. თუმცა, ჩვენ გვაქვს ფაქტები და შეგვიძლია შევადაროთ, თუ რა კეთდებოდა ქალაქში მათი მმართველობის პერიოდში და რა კეთდება ახლა“,-განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერმა სიტყვით გამოსვლისას საბავშვო ბაღების საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა აღნიშნული თემით მანიპულირებას ცდილობს, რეალურად კი ახალი ხელისუფლების პირობებში საბავშვო ბაღების რაოდენობა იზრდება და ინერგება მაღალი სტანდარტები. „გასულ წლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ თბილისში სხვადასხვა მიზეზით 50-მდე საბავშვო ბაღი დაიხურა. ჩვენ ამის საპირისპიროდ დავიწყეთ 7 ახალი ბაღის მშენებლობა, აღვადგინეთ დახურული საბავშვო ბაღების ნაწილი და ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობს, მოქმედ ბაღებში აუთვისებელი ფართების გარემონტების შედეგად შევძელით დამატებითი ჯგუფების გახსნა, რაც დაახლოებით 10 საბავშვო ბაღის ტოლფასია. დავასაქმეთ 800-მდე ადამიანი, ბაღის თანამშრომელთა ხელფასები 5%-დან 20%-მდე გავზარდეთ; მათთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურება გახდა უფასო. ჩვენი ხელისუფლების პირობებში საბავშო ბაღები გახდა უფასო. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მიმდინარე წელს კიდევ 10 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობას ვიწყებთ“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)