17:30 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-14 18:13:23, 642 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: მთავარია, მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია გვქონდეს

პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი პოლიტსაბჭოს ახალი წევრების პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია, ქვეყანას და პარტიას წაადგება, - ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანან კობახიძემ პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა,

კობახიძის თქმით, პოლიტსაბჭოში ახალი წევრების ჩართულობით, პარტია საოგადოების პრობლემების განხილვას უფრო აქტიურად შეძლებს.

"ჩვენ უკვე ვიწყებთ საარჩევნო კამპანიას, მთავარია მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია გვქონდეს, იმისთავის, რომ მათი პრობლემები იყოს დროულად მოსმენილი, ჩვენ კი, მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაზე ვიქნებით ორიენტირებულები", - განაცხადა მანანა კობახიძემ.

რაც შეეხება საარჩევნო სიას, მისი თქმით, პროცესი აქტიურ ფაზაშია და მალე დასრულდება.

"ზუსტად როდის მოხდება სიის პრეზენტაცია ეს პოლიტსაბჭოზე გადაწყდება. შესაძლოა, ამ პროცედურას ერთ კვირაზე მეტი დასჭირდეს“, - აღნიშნა კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics