00:14 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-13 13:03:54, 850 ნახვა

ეკონომიკა
პრემიერი BP-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

„ბრითიშ პეტროლიუმის" (BP)  საინვესტიციო პროექტებზე, წარმატებულ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და BP-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბობ დედლიმ სამუშაო საუზმეზე, რომელიც დიდ ბრიტანეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხაზი გაესვა  „შაჰ-დენიზის" მეორე ფაზის ფარგლებში სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტის  მნიშვნელობას, რომელიც მილსადენის გამტარიანობის გაზრდას და კასპიის ზღვაში მდებარე„შაჰ დენიზი 2"-ის საბადოდან ევროპის ქვეყნებამდე წელიწადში დამატებითი 16 მილიარდი კუბური მეტრიგაზის ტრანსპორტირების უზრუნველყოფას  ისახავს მიზნად.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში საქართველოში 2 მლრდ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ საქართველო ბუნებრივი აირის დამატებით მოცულობებს შეღავათიან ფასად მიიღებს.

 „ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა, ვისაუბრეთ 20-წლიანი წარმატებული თანამშრომლობის შესახებ, რომელიც „ბრითიშ პეტროლიუმს" საქართველოსთან აკავშირებს. ჩვენ გაზსადენში მილიარდობით დოლარის ინვესტიციას ვახორციელებთ. ვისაუბრეთ ისტორიასა და სამომავლო თანამშრომლობაზე. მათ, ვინც საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობას განიხილავს, სიამოვნებით გავუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას, რადგან ჩვენ ენთუზიაზმით ვართ განწყობილი ამ მიმართულებით", - განაცხადა  ბობ დედლიმ.

შეხვედრისას ყურადღება ასევე გამახვილდა ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაფართოების აუცილებლობასა და საქართველოში მეტი ბრიტანული ინვესტიციის მოზიდვის მნიშვნელობაზე.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics