19:18 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-13 11:02:13, 732 ნახვა

საზოგადოება
თბილისში ვენური დაავადებების სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება

თბილისში ვენური დაავადებების სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება.

კონფერენცია დღეს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ (თბილისი, ვარდების მოედანი #1), 17:00 საათზე დაიწყება.

ღონისძიება ორ დღეს გაგრძელდება და მას ქართველ და უცხოელ ექიმებთან ერთად, კონფერენციას დაესწრება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და საფრანგეთის ელჩი საქართველოში.

ძირითადი მომხსენებელი იქნება პროფესორი ენტონი კომეროტა, ამერიკული ვენური ფორუმის გაიდლაინის თანაავტორი, სისხლძარღვთა ქირურგი, ამერიკის 5 გზის საუკეთესო ექიმი. პირველად საქართველოში, მოხდება ქვემო კიდურების ვენური დაავადების მკურნალობის ეროვნული გაიდლაინის წარდგენა, რომელსაც სისხლძარღვთა ასოციაციის პრეზიდენტი – პროფ. მამუკა ბოკუჩავა წარადგენს და ეს რეკომენდაციები გადაეცემა ყველა მონაწილეს.

ღონისძიება ეძღვნება ქვდ-ის გავრცელებისა და მკურნალობის თანამედროვე ასპექტებს. ქრონიკული ვენური დაავადება ვლინდება ისეთი სიმპტომებით როგორიცაა: ქვემო კიდურებში დაღლილობის, ტკივილის, დისკომფორტისა და შეშუპების შეგრძნება. აღსანიშნავია რომ მოსახლეობის 70%-ს ქრონიკული ვენური დაავადების სხვადასხვა ფორმა აწუხებს და საჭირობს დროულ და ადექვატურ მკურნალობას, რათა არ მოხდეს დაავადების პროგრესირება.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული გაიდლაინსა და რეკომენდაციებში, ისევე როგორც ქართულ ეროვნულ რეკომენდაციაში ხაზგასმით აღნიშნულია ფრანგული ფლებოტროპული პრეპარატი დეტრალექსი 1000 მილიგრამის გამოყენების დიდი მნიშვნელობა ქრონიკული ვენური დაავადების ნებისმიერ სტადიაზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics