08:44 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-07 14:29:28, 547 ნახვა

პოლიტიკა
”ქართული ოცნება” წყალტუბოში ენმ-ის სააგიტაციო მასალის დაზიანებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” წყალტუბოში ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისების წინ პარტიის სააგიტაციო მასალის დაზიანებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ზუგდიდის რაიონის  სოფელ  კორცხელსა და სოფელ წყალტუბოში მოხდა „ნაციონალური მოძრაობის" ოფისების წინ განთავსებული პარტიის სააგიტაციო მასალის  დაზიანება. ამასთან, არ გამოვრიცხავთ, რომ მსგავსი პროვოკაციები  შესაძლოა მიზანმიმართულად მომავალშიც  განხორციელდეს.  ასეთი ფაქტები ძაბავს წინასაარჩევნო გარემოს.

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ინტერესებშია არჩევნები ჩატარდეს აბსოლუტურად დემოკრატიულ და თავისუფალ, მშვიდ გარემოში. შესაბამისად, ნებისმიერი სახის დარღვევა ან ფაქტი, რომელიც ჩრდილს მიაყენებს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების პროცესს, დაუყონებლივლივ უნდა აღიკვეთოს, საჭიროების შემთხვევაში კი დაიწყოს გამოძიება.

აღნიშნული ფაქტი „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის" კატეგორიულად მიუღებელია. მივმართავთ თხოვნით შესაბამის ორგანოებს, მყისიერი რეაგირება მოახდინონ მსგავს ფაქტებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics