04:45 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-05 10:59:13, 567 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომ საქართველო OGP-ის საერთაშორისო ფორმატში, მმართველი კომიტეტის თანათავმჯდომარე გახდა

პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომ საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“  საერთაშორისო ფორმატში, მმართველი კომიტეტის თანათავმჯდომარე გახდა.

როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული ფაქტი საქართველოს მიერ  ღია მმართველობის კუთხით განხორციელებული რეფორმების აღიარებაა.

მმართველი კომიტეტის თავმჯდომარე საფრანგეთია, საქართველო კი, ამ პოზიციაზე მას   მომავალ წელს ჩაანაცვლებს.

„მნიშვნელოვანი მიღწევაა ის, რომ ღია მმართველობის პარტნიორობის საერთაშორისო ფორმატში საქართველო გახდა თანათავმჯდომარე მმართველი კომიტეტის. ეს არის აღიარება იმ რეფორმების ღია მმართველობის კუთხით,  რომელსაც საქართველო ატარებს. თავმჯდომარე ქვეყანა გახდა საფრანგეთი, ჩვენ ვართ თანათავმჯდომარე, ერთი წლის შემდეგ, საქართველო გახდება თავმჯდომარე, რაც ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით ძალიან დიდი მიღწევაა. საქართველოში ჩატარდა ორი საერთასშრისო ფორუმი, 2013 წელს დაიწყო აღნიშნული რეფორმები და დღეს  ასეთი საერთაშორისო მაღალი პოზიციის დაკავება, საქართველოს მიერ მიღწეული შედეგების აღიარებაა. 2013 წლის 1 ნოემბერს ღია მმართველობის პარტნიორობის ყოველწლიურ სამიტზე, ლონდონში, ქართული რეფორმა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სფეროში 7 ყველაზე წარმატებულ პროექტს შორის დასახელდა“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics