10:27 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-04 16:40:00, 1242 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირის ქვეყნებს, რომლებიც მიგრანტების მიღებაზე უარს იტყვიან ჯარიმა დაეკისრებათ

ევროკომისიის ინიციატივით, ევროკავშირის ქვეყნებს, რომლებიც მიგრანტების მიღებაზე უარს იტყვიან, ჯარიმა დაეკისრებათ, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფომრაციით, ევროკომისია გამოდის წინადადებით, რომ თითოეული მიგრანტისთვის, რომლის მიღებაზეც ქვეყანა უარს იტყვის, 250 ათასი ევროს (290 ათასი დოლარი) ოდენობის ჯარიმა დაწესდეს.

ევროკომისიაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული თანხით შესაძლებელი იქნება ევროკავშირის იმ ქვეყნების დახმარება, რომლებიც მძიმე ფინანსურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფებიან.

ევროკომისიის ინიციატივის განსახორციელებლად ევროკავშირის წევრი ქვეყნების და ევროპარლამენტის მხარდაჭერა არის საჭირო.

მათივე განმარტებით, ეს გადაწყვეტილება მიგრაციულ საკითხთან მიმართებაში სიტუაციას დაარეგულირებს.

ევროკომიის ინფორმაციით, მიგრანტებმა ასევე უნდა შეასრულონ ყველა მოთხოვნა კანონის ფარგლებში და თავშესაფარი იმ ქვეყანაში ჩასვლისთანავე მოითხოვონ, რომელშიც აპირებენ ცხოვრებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics