14:02 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-03 10:26:34, 600 ნახვა

საზოგადოება
ქობულეთში 65 წლის მამაკაცს 11 წლის მოზარდის გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებენ

ქობულეთში 65  წლის მამაკაცს  11 წლის მოზარდის  გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებენ.

ადგილობრივი მოსახლეობა 6 საათის განმავლობაში მამაკაცის სახლთან იმყოფებოდა და მის დასჯას  ლინჩის წესით  ითხოვდა.

შეკრებილებმა მამაკაცის საცხოვრებელ სახლში შეჭრა  სცადეს, მაგრამ მათ ამის საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს.

მეზობლების ინფორმაციით, 65 წლის მამაკაცი წარსულში ქალის გაუპატიურებისთვის არის ნასამართლევი.

11 წლის მოზარდის დედის განცხადებით,  მამაკაცი გოგონას კანფეტებსა და გასეირნებას სთავაზობდა.

ამასთან, მოზარდის  დედის თქმით, მამაკაცი მის 12 წლის ბიჭს ეუბნებოდა, რომ  თუ მის დას  ავტომობილში ჩაჯდომას დაუშლიდა, კისერს მოჭრიდა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება იმ შემთხვევაში  დაიწყება  თუ რაიმე სახის სამართლებრივი დარღვევა  გამოვლინდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
TI: „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 17.7 მილიონი ლარის ღირებულების სამთავრობო კონტრაქტები მიიღეს.
დაპორტირდი სელფიში და მიიღე ყველაფერი ულიმიტო 3 თვე სრულიად უფასოდ
ბაზისბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის II საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics