11:03 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-27 14:58:37, 642 ნახვა

საზოგადოება
რეგიონული სასწრაფო დახმარების ცენტრს 20 ახალი მანქანა შეემატა

რეგიონული სასწრაფო დახმარების ცენტრის ავტოპარკს  20 ახალი მანქანა  შეემატა.

რაიონული სამსახურებისთვის  გადაცემამდე, ჯანდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრში განთავსებული ავტომობილები პირადად დაათვალიერა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა  და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ აღნიშნა, 20 ახალი მანქანა დღესვე  განაწილდება ყველა რეგიონში.

„დღეს უკვე დასრულდა პროცესი, შესაბამისად, რაიონულ სამსახურებს გადაეცემა 20 სპეციალურად აღჭურვილი მანქანა.  შეირჩა ისეთი რაიონები, სადაც ყველაზე მეტად გამოიკვეთა ამ პერიოდის განმავლობაში პრიორიტეტები. ხაზგასასმელია, რომ ამ  მანქანების შესაძენად ბიუჯეტიდან ჯამში 1 700 000 ლარი გამოიყო.  ჩვენ  ეს შევძელით შარშან  ადმინისტრაციულ და შესყიდვებში დაზოგილი თანხებით“,-განაცხადა სერგეენკომ.

20 მაღალი გამავლობის სპეც-მანქანა თელავის, გურჯაანის, მცხეთის, წალკის, თეთრიწყაროს, გარდაბნის, კოდის, კასპის, ქარელის, ნინოწმინდის, ცაგერის, ონის, ხარაგაულის, ზესტაფონის, ტყიბულის, აბროლაურის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ქობულეთისა და მარტვილის რაიონულ სამსახურებს გადაეცემა.

ცნობისთვის, რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი 100 მაღალი და 80 საშუალო გამავლობის ავტომობილით 2014 წელს განახლდა. 20 ახალი სპეც-მანქანის დამატების  შედეგად, ცენტრის ავტოპარკი 200 ავტომობილით განახლდება.

 

ფოტო რეპორტაჟი





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
ბაქოს შემდეგ, ურსულა ფონ დერ ლაიენი ერევანში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, გამოცდა ქართული ენისა და ლიტერატურაში ტარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics