11:04 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-26 17:22:33, 643 ნახვა

საზოგადოება
N 17 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა მორიგი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

N 17  პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა ჯ.ზ.  ე.წ.  ჩაჯდომების ვარჯიშში  საკუთარი მსოფლიო რეკორდი  უკვე მესამედ გააუმჯობესა და  60 წამში 94,1 კილოგრამიანი შტანგით  38 ჩაჯდომა შეასრულა.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, სპორტული ღონისძიება საქართველოს რეკორდების ფედერაციის ორგანიზებითა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა, რომელსაც  დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლები  და მსაჯები დაესწრნენ.

რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტის   დავით ბეგიაშვილის  თქმით, ფედერაცია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან თანამშრომლობას    მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

„მსჯავრდებული ჯ.ზ. მორიგი მსოფლიო რეკორდსმენი გახდა. მან  ერთი წუთის განმავლობაში  94,1 კილოგრამიანი შტანგით  38 ჩაჯდომა შეასრულა. როგორც ვიცი, იგი კიდევ აპირებს ახალი რეკორდებისთვის მომზადებას და ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, ხელი შევუწყოთ და ახალი წარმატებების მიღწევაში დავეხმაროთ“, - განაცხადა დავით ბეგიაშვილმა.

მსოფლიო რეკორდსმენმა მსჯავრდებულმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულმა ჯ.ზ. პირველი  მსოფლიო რეკორდი  გასული წლის სექტემბერში დაამყარა, როდესაც ცალ ფეხზე, ერთი წუთის განმავლობაში  62  ჩაჯდომა შეასრულა, ხოლო მეორე რეკორდი 2015 წლის დეკემბერში  როცა 93.7 კგ წონის შტანგით ერთი წუთის განმავლობაში 33 ჩაჯდომა  შეასრულა.

სპორტული ღონისძიების დასასრულს გადაწყდა რომ უახლოეს პერიოდში  N17 პენიტენციურ პენიტენციური დაწესებულებაში ფილმის ჩვენება მოეწყობა, სადაც ასახულია,  როგორც უცხოელთა, ასევე ქართველთა  რეკორდები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
ბაქოს შემდეგ, ურსულა ფონ დერ ლაიენი ერევანში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, გამოცდა ქართული ენისა და ლიტერატურაში ტარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics