00:29 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-26 10:32:29, 349 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის სენატორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და სენატორმა ჯეფ სეშენსმა ამერიკის შეერთებული შტატების სენატში გამართულ შეხვედრაზე საქართველო-აშშ–ის  ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს. 

როგორც "ექსპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და საქართველოს სუვერენიტეტის ერთ-ერთი უმთავრესი საერთაშორისო გარანტორია. ხაზი გაესვა წლების განმავლობაში აშშ-ის მიერ  გაწეული პოლიტიკური, ფინანსური, ჰუმანიტარული დახმარების მნიშვნელობას. 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფომრმაციით, მხარეებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებზე და ნატო–ს ვარშავის სამიტის სამზადისზე იმსჯელეს.  აღნიშნა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრება ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტია.

აღსანიშნავია, რომ ყურადღება საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობის საკითხებზე გამახვილდა. საუბარი შეეხო საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ  სიტუაციას.

გიორგი კვირიკაშვილმა ჯეფ სეშენსს საქართველოს მხარდაჭერისა და პარტნიორული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯეფ სეშენსმა პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობა შეაფასა. მისი განცხადებით, აშშ-ის და საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობა წარმატებით ვითარდება. მანვე პოზიტიური უწოდა იმ პროგრესს, რასაც საქართველომ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ეკონომიკის განვითარების კუთხით მიაღწია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics