13:17 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-25 17:14:38, 880 ნახვა

სამართალი
არსებული ინფორმაციით, დედა-შვილი კვეზერელების მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ყუფარაძე საბერძნეთში დააკავეს

დედა-შვილი კვეზერელების მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ყუფარაძე დაკავებულია. "ქრონიკის" ინფორმაციით, მას საბერძნეთში მიაგნეს, სადაც ამ დროისთვის კლინიკაში იმყოფება.

როგორც ცნობილია, ქართველმა სამართალდამცველებმა ბერძენ კოლეგებთან ითანამშრომლეს,  საქმეში ჩართული იყო ინტერპოლიც და ახლა მისი ექსტრადირების პროცედურები გვარდება.

გიორგი ყუფარაძე მიმალვაში იმყოფებოდა. მას დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, შსს-მ 2014 წელს მომხდარი განსაკუთრებით მძიმე დანაშაული გახსნა.

გამოძიების  ინფორმაციით, 2 პირმა კვეზერელების კუთვნილი თანხის დაუფლების მიზნით, 2014 წლის 17 დეკემბერს  კოჯორში, ერთ-ერთ აგარაკზე, მოტყუებით მიიყვანეს გურამ კვეზერელი და ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავეებმა გარდაცვლილის ცხედარი მოათავსეს კასრში, დაასხეს სპეციალური მჟავა და აგარაკის ეზოში ჩამარხეს.

იმავე დღეს, აღნიშნული პირები მივიდნენ თბილისის ზღვის დასახლებაში, გურამ კვეზერელის დედის, ნატო კვეზერელის სახლში. ნატო კვეზერელს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.

"დამნაშავეებმა სახლიდან 12 000 აშშ დოლარი, გურამ კვეზერელის სახელზე გაფორმებული 2 ცეცხლსასროლი იარაღი, პორტატიული კომპიუტერი, პირადი ნივთები გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ",-აცხადებენ შსს-ში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, 50 000 დაკარგულად ითვლება
კობახიძე: კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში პრინციპულად აღმოფხვრილი, დამარცხებულია
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics