|
2016-04-22 15:44:06, 719 ნახვა
ეკონომიკა
მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ლოს-ანჯელესში პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ პოპულარიზაცია გრძელდება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტომ ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით აქტიურად დაიწყო ახალი, კინოინდუსტრიის ხელშეწყობის კომპონენტის „გადაიღე საქართველოში“ პოპულარიზაცია. როგორც „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროდან აცნობეს, 20-21 აპრილს ქართული დელაგაციის წევრებმა ლოს-ანჯელესის კინოინდუსტრიის წამყვან წარმომადგენლებთან გამართეს შეხვედრები. უწყების ინფორმაციით, Disney, ParamountPictures, NBC universal, Universalpictures, WarnerBrothers, HBO და Fox იმ შთამბეჭდავი კომპანიების ჩამონათვალია, რომელთა წარმომადგენლებიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ქეთევან ბოჭორიშვილისა და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის, ანა კვარაცხელიას მიერ ლოს-ანჯელესში, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ გამართულ პრეზენტაციას დაესწრნენ. მაღალი დონის გაცნობითი ხასიათის შეხვედრები საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით Motion Picture Association-ის მიერ იყო ორგანიზებული. ლოს-ანჯელესში ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაციის წევრები, მათ შორის კერძო საპროდიუსერო კომპანიები: JTW Metro, MillimeterFilm და ABK communications სტუმრად იმყოფებოდნენ დისნეის ოფისში, სადაც შესაძლებლობა მიეცათ გასცნობოდნენ სამუშაო პროცესს, სტუდიოებსა და სცენებს. 21 აპრილსვე, დისნეიმ უმასპინძლა პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ პრეზენტაციას, რომელსაც კომპანიის წარმომადგენლები, კონკრეტულად კი MarvelEntertainment, LLC და ABC TelevisionGroup-ის მფლობელები დაესწრნენ, დეტალურად მოისმინეს კომპონენტით გათვალისწინებული პირობები და გაეცნენ საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის კინოგადაღების ცენტრის შესაძლებლობებს. აღსანიშნავია, რომ დისნეის მხრიდან კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტის მიმართ ინტერესი უკვე გამოითქვა და მათი წარმომადგენლობა საქართველოში უახლოეს მომავალში ვიზიტსაც გეგმავს. ყველაფერთან ერთად, პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით, ლოს-ანჯელესში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია გამოფენა, ე.წ. location show, რომელიც მსოფლიო კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს უყრის თავს და საქართველოსთვის კარგი შესაძლებლობაა საკუთარი პოტენციალის წარმოსაჩენად და ამ კუთხით წამყვან კინომწარმოებლებთან კონტაქტების დასამყარებლად. ასევე, სააგენტოს ორგანიზებით, 25 აპრილს გათვალისწინებულია ჰოლივუდის წამყვანი პროდიუსერების ოფიციალური მიღება, მათი მასპინძლობა და პროგრამის წარდგენა.
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)