19:29 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-22 15:29:10, 811 ნახვა

ეკონომიკა
ბაზისბანკმა ჩინეთის განვითარების ბანკის დელეგაციას უმასპინძლა

ბაზისბანკს ჩინეთის განვითარების ბანკის დელეგაცია ესტუმრა. ეს გახლდათ საპასუხო ვიზიტი. მოგეხსენებათ, 2016 წლის დასაწყისში, ბაზისბანკის დელეგაციის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის განვითარების ბანკმა ბაზისბანკს 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის საკრედიტო ხაზი გამოუყო. ხაზის მიზნობრიობა საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციების დაფინანსებაა.

აღსანიშნავია, რომ ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც ჩინურმა ფინანსურმა ინსტიტუტმა ამ მიმართულებით დაიწყო თანამშრომლობა ქართულ ადგილობრივ ბანკთან.

ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე  განხილულ იქნა ბანკებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები საკრედიტო ხაზის ზრდის მიმართულებით.

ჩინეთის განვითარების ბანკის აქტივების მოცულობა 10 ტრილიონ იუანს აღემატება. ბანკის ფილიალებსა და წარმომადგენლობებში ჩინეთში და მის საზღვრებს გარეთ დასაქმებულია 50 ათასზე მეტი თანამშრომელი. იგი ასევე, ფლობს 4 შვილობილ კომპანიას.

შეგახსენებთ, 2012 წელს უმსხვილესმა ჩინურმა კომპანიამ „ჰუალინგ ჯგუფმა “ ბანკის აქციათა 90% შეისყიდა, 2014 წლის მიწურულს კი, თავისი წილი 92,78% გაზარდა.

აღსანიშნავია, რომ ბაზისბანკის აქციონერი „ჰულინგ ჯგუფი“ ასევე, ურუმჩი სითი ქომერშალ ბანკის აქციონერიც გახლავთ.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics