22:07 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-19 17:46:27, 633 ნახვა

საზოგადოება
კახა კახიშვილი საქართველოში იაპონიის ელჩს ტოშიო კაიტანს შეხვდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი იაპონიის ელჩს საქართველოში ტოშიო კაიტანს შეხვდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრა იაპონიის ელჩთან პირველად შედგა და მასში სამინისტროს პენიტენციური და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტების ხელმძღვანელებიც მონაწილეობდნენ.

უწყების ინფორმაციით, კახა კახიშვილმა ტოშიო კაიტანს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროში გატარებული რეფორმები გააცნო და იაპონიისა და საქართველოს სასჯელაღსრულების უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

მინისტრის თქმით, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით გადანაწილების პროცესი ცოტა ხნის წინ დაინერგა, იაპონიაში კი, ეს მოდელი უკვე დახვეწილია და შესაბამისად, ამ კუთხით იაპონური გამოცდილების გაზიარება ძალიან სასარგებლო იქნება. შესაძლებელია დაიგეგმოს თანამშრომლობა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრთან.

ასევე, ქართული მხარე გაეცნოს იაპონიის გამოცდილებას პენიტენციური დაწესებულებების უსაფრთხოების სისტემების მოწყობასთან და შესაბამის ტექნიკურ აღჭურვილობასთან დაკავშირებით. 

კახა კახიშვილმა სახელმწიფოებრივ დონეზე ბოლო წლებში საქართველო-იაპონიის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, იაპონია საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, აქტიურად მიმდინარეობს თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით. მან იმედი გამოთქვა, რომ ასეთივე წარმატებით ითანამშრომლებენ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროში საქართველოს და იაპონიის შესაბამისი უწყებები. იაპონიაში სასჯელაღსრულების სისტემა იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

„იაპონიის ელჩთან საქართველოში ტოშიო კაიტანთან დღეს პირველი შეხვედრა გვქონდა. ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე, იაპონია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და მადლიერება გამოვხატეთ მათი მხრიდან ქვეყნის სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. ამავდროულად, იმედი გამოვთქვით, რომ საელჩოს დახმარებით შევძლებთ და დავამყარებთ კონტაქტებს იაპონიაში სასჯელაღსრულების სისტემის თანამდებობის პირებთან. ასეთი თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს კიდევ უფრო დააახლოვებს“, - განაცხადა კახა კახიშვილმა და ელჩს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროს მიმართ დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოში იაპონიის ელჩმა ტოშიო კაიტანმა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მხრიდან საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავების სურვილი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველო სასჯელაღსრულების სფეროს რეფორმირების კუთხით მინისტრისა და სამინისტროს ხელმძღვანელობის ძალისხმევით მოწინავე ადგილს იკავებს. მან შესაბამის სფეროში ორმხრივი ურთიერთობების განვითარების იმედი გამოთქვა და აღნიშნა, რომ მიღებულ ინფორმაციას იაპონიის იუსტიციის სამინისტროს გააცნობს.

„მოხარული ვარ, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს შევხვდი. ჩვენ ინფორმაცია და მოსაზრებები გავცვალეთ. საქართველო ძალიან ბევრ სფეროში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის მოწინავე პოზიციებს იკავებს, მათ შორისაა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფერო. იაპონიასთან ურთიერთობების საკითხზე მინისტრისგან რამდენიმე წინადადება მივიღეთ, ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები წინ წავწიო“, - განაცხადა ტოშიო კაიტანმა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა იაპონიის იუსტიციის მინისტრი და შესაბამისი თანამდებობის პირები საქართველოში, ხოლო იაპონიის ელჩი ხვალ პრობაციის ეროვნულ სააგენტოში მონიტორინგის ცენტრის გახსნაზე მიიწვია. 

შეხვედრის შემდეგ იაპონიის ელჩმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გამოფენილი ფოტოები დაათვალიერა, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში 2012 წლამდე და 2012 წლიდან რეფორმების შემდეგ არსებულ ვითარებას ასახავს.

 

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გზაჯვარედინია, მისი სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics