|
2016-04-19 17:07:01, 655 ნახვა
საზოგადოება
ვისკონსინის შტატის პენიტენციური დეპარტამენტის დელეგაცია N16 დაბალი რისკის დაწესებულებას ეწვია
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტმანეტის ხელმძღვანელი ზვიად მიხანაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ვისკონსინის შტატის პენიტენციური დეპარტამენტის დელეგაციასთან ერთად N16 დაბალი რისკის დაწესებულებას ეწვია. როგორც „ექსპრესნიუსს“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტი მიზანია პენიტენციური დაწესებულების მართვის, მსჯავრდებულთა რისკების შეფასების, კლასიფიკაციის მეთოდოლოგიის დანერგვისა და შემდგომი განვითარების მიმართულებით აშშ-ს გამოცდილების გაზიარება. უწყების ინფორმაციით, დელეგაციის წევრები დეტალურად გაეცნენ N16 დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობას, მსჯავრდებულთა საცხოვრებელ პირობებს, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნით დანერგილ პროგრამებს, მათ ფუნქციონირებას. დაესწრნენ სამოქალაქო განათლების ტრენინგს, ასევე დაათვალიერეს ხის საამქრო, საფეხბურთო მოედანი, სპორტული დარბაზი, სოციალური მუშაკისა და გრძელვადიანი პაემნებისთვის განკუთვნილი ოთახები, ბიბლიოთეკა და სასადილო. სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელის ზვიად მიხანაშვილის განცხადებით, შეერთებული შტატებიდან საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაციაა ჩამოსული. „შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთან სტუმრად არიან ის ადამიანები, რომლებმაც N16 დაწესებულების თანამშრომლები სრულად გადაამზადეს. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები მოინახულებენ საქართველოს თითქმის ყველა დაწესებულებას, შემაჯამებელ შეხვედრაზე კი დეტალურად გავივლით ვიზიტის შედეგებს და შესაბამის დოკუმენტშიც ავსახავთ,“-განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა. ვისკონსინის შტატის პენიტენციური დაწესებულება „პრაირ დუ ჩინ“-ის დირექტორის მოადგილემ ჯეისონ ბენზელმა რომელიც N16 დაწესებულებაში პირველად იმყოფებოდა, ხაზგასმით აღნიშნა მსჯავრდებულების მიმართ დაწესებულების თანამშრომლების დადებითი დამოკიდებულება. „ აქ ვიმყოფებით იმისთვის, რომ მსჯავრდებულების რისკის შეფასების მიმართულება განვიხილოთ. აღნიშნული პროგრამა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორობის ფარგლებში ხორციელდება. მსჯავრდებულები კმაყოფილები არიან. დაწესებულებაში ბევრი კარგი პროგრამა ხორციელედება, განსაკუთრებით მომეწონა ბიბლიოთეკა. ვიმედოვნებ ჩვენი თნამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და ასეთივე ნაყოფიერი იქნება,“-აღნიშნა ჯეისონ ბენზელმა. ვისკონსინის პენიტენციური დეპარტამენტის წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საკითხთა საერთაშორისო ბიუროს (INL) ორგანიზებით ხორციელდება.
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გზაჯვარედინია, მისი სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)