22:07 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-19 14:59:38, 520 ნახვა

საზოგადოება
საბურთალოს რაიონის გამგებელმა სოფელ დიღომში მიწების ლეგალიზების მიზნით დაწყებული სამუშაო პროცესი შეამოწმა

სასოფლო-სამეურნეო მიწების ლეგალიზებისათვის სამუშაო პროცესი გრძელდება - საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე დღეს სოფელ დიღომში იმყოფებოდა, სადაც აღნიშნული პრობლემა მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მათ უმეტესობას დოკუმენტაციის მომზადებაში პრობლემები ჯერ კიდევ მიწის რეფორმის დროს შეექმნათ, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც მამა-პაპისეული მიწის ნაკვეთების დაკანონება წლების მანძილზე ვერ მოახერხა.

ბექა მიქაუტაძე დღეს სოფელ  დიღმის საუბნო სამსახურში იმყოფებოდა, სადაც უკვე რამდენიმე თვეა ყოველ სამშაბათსა და პარასკევს თბილისის მერიის ქონების მართვის სამსახურის სპეციალისტი მოქალაქეებს ხვდება და მიწების ლეგალიზებისათვის აუცილებელი პროცედურებისათვის კონსულტაციას უწევს.

დღევანდელ შეხვედრაზე მიმდინარე პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამგებელს საუბნო სამსახურის ხელმძღვანელმა მიაწოდა.

„ამ დროისათვის, მიწის ლეგალიზების მოთხოვნით ჩვენ 700-ზე მეტმა მოქალაქემ მოგვმართა, რომელთაგან 500-მა უკვე გაიარა კონსულტაციები მერიის ქონების მართვის სამსახურის წარმომადგენელთან, 200-მდე მოქალაქის დოკუმენტაცია კი თამოყრილია გამგეობაში და გამზადებულია შემდგომი რეაგირებისათვის“, - განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ.

გამგებელი შეხვედრაზე მყოფ რამდენიმე ადგილობრივსაც გაესაუბრა და მათი კონკრეტული პრობლემის შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გზაჯვარედინია, მისი სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics