|
2016-04-18 13:03:38, 495 ნახვა
პოლიტიკა
სუბარი გერმანული მედიის ინფორმაციაზე: არ მგონია, რომ ამ ცნობებს რაიმე ლეგალური საფუძველი ჰქონდეს
მე არ მგონია, რომ ამ ინფორმაციას რაიმე ლეგალური საფუძველი ჰქონდეს, - ასე გამოეხმაურა ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი გერმანულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ევროკავშირმა შესაძლოა ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ახალი პუნქტი ჩაამატოს, რაც სავიზო რეჟიმის აღდგენას გულისხმობს. სუბარის განცხადებით, საქართველოს შესახებ დადებითი გადაწყვეტილებაა მიღებული. მისივე თქმით, მიგრანტებთან დაკავშირებით საქართველო სრულად ასრულებს აბსოლუტურად ყველა ვალდებულებას. „მე არ მგონია, რომ ამ ინფორმაციას რაიმე ლეგალური საფუძველი ჰქონდეს. იმიტომ, რომ გადაწყვეტილება მიღებულია ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების დონეზე და ეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის არის დადებითი. რაც შეეხება მიგრანტებთან დაკავშირებით საქართველოს ვალდებულებას საქართველო სრულად ასრულებს აბსოლუტურად ყველა ვალდებულებებს, რაც კი საერთაშორისო შეთანხმებით არის გათვალისწინებული“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. ცნობისთვის, გერმნაული გამოცემა Die Welt am Sonntag დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირმა საქართველოსთვის, უკრაინისთვის თურქეთისთვის და კოსოვოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ შეთანხმებაში შესაძლოა, ახალი პუნქტი ჩაამატოს, რაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საჭიროების შემთხვევაში, სავიზო რეჟიმის აღდგენის უფლებას მისცემს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, დამატებით პუნქტთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრებს საბოლოო გადაწყვეტიელბა მიღებული ჯერ არ აქვთ და ამ საკითხის განხილვა 21 აპრილს ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იგეგმება.
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)