20:47 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-16 15:20:46, 666 ნახვა

საზოგადოება
აქციის მონაწილეები თსუ-ს I კორპუსიდან მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან მიმდინარე აქციის მონაწილეები სლოგანით „თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა“ მთავრობის ადმინისტრაციის შენობისკენ მიემართებიან.

როგორც ადგილიდან „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება, აქციას ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და მოშიმშილე ლექტორები შეუერთდნენ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ლევან ლორთქიფანიძის განცხადებით, თუ პრემიერ-მინისტრი მათთან არ მივა, „აუდიტორია 115“-ის წევრები თსუ-ს მეექვსე კორპუსს არ დატოვებენ.

მისივე თქმით, სტუდენტებს ვინმემ უნდა უპასუხოს და განათლების ფუნდამენტურ რეფორმაზე პასუხისმგებლობა აიღოს.

 „16 მარტს უნივერსიტეტიდან ერთადერთი პირობით გამოვედით, რომ თუ ჩვენ ისევ მოგვატყუებდნენ და შემოგვთავაზებდნენ ფსევდორეფორმებს, დავბრუნდებოდით უკან. ვერ ვხვდებით, თუ რა უდგას წინ, რომ რექტორი ყველამ ერთად აირჩიოს“, - განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
დროა: ელენე ხოშტარია ციხიდან ვივამედში გადაჰყავთ, უკვე გზაშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics