|
2016-04-15 21:34:44, 365 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: ვფიქრობ, რომ დაპირებების 100 პროცენტით შესრულება ბუნებაში არ ხდება
"ვფიქრობ, რომ დაპირებების 100 პროცენტით შესრულება ბუნებაში არ ხდება" - ასე უპასუხა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე კვირიკაშვილმა ერთ-ერთი ჟურნალისტის მიერ შეუსრულებელ საარჩევნო დაპირებებზე დასმულ შეკითხვას. იქვე დევნილი მოსახლეობისთვის კომუნალური გადასახადების გაუქმებაზე კვირიკაშვილი აცხადებს, რომ მათი სოციალური უზრუნველყოფის სისტემა მომავალში ფოკუსირებული იმ ფენებზე გახდება, რომლებსაც ეს უფრო მეტად სჭირდებათ. "ვფიქრობ, რომ დაპირებების 100 პროცენტით შესრულება ბუნებაში არ ხდება, რაც შეეხება ტარიფების განულებას, ჩვენი სოციალური უზრუნველყოფის სისტემა რა თქმა უდნა მომავალში გახდება უფრო ფოკუსირებული იმ ფენებზე, რომლებსაც ეს უფრო მეტად სჭირდებათ. არ ვიცი რამდენად სიმართლეს შეესებამება, რომ ბიძინა ივანიშვილმა ასეთი დაპირება გასცა, დღეს ასეთი ათასნაირი ინფორმაცია ტრიალებს. რაც შეეხება დევნილებისთვის სოციალური უზრუნველყოფის დონეს და დაფარვას, სწორედ ამიტომ სოციალური უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი რეფორმა არის გასატარებელი“ - განაცხადა კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)