|
2016-04-08 21:55:30, 858 ნახვა
ეკონომიკა
Check in Georgia-ს პროექტში ავიაკომპანია "ატლასგლობალი" ჩაერთვება
საქართველოში დაგეგმილი მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტებისა და ფესტივალების პრომოუშენში ჩართვის სურვილი კერძო სექტორიდან უკვე გამოხატა ავიაკომპანია „ატლასგლობალმა.“ ამასთან დაკავშირებით დღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და კომპანიის კომერციულმა დირექტორმა, თამარ თანდაშვილმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. „ჩვენ როცა დავაანონსეთ Check in Georgia, ავღნიშნეთ, რომ პროექტში გვეყოლებოდა კერძო სექტორიდან პარტნიორები. ერთ-ერთმა პირველმა, ავიაკომპანია „ატლასგლობალმა“ გამოხატა მზაობა, რომ ყველა თავიანთ მიმართულებაზე განათავსებენ სარეკლამო-საპრომოციო მასალებს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე კონცერტებთან და ღონისძიებებთან დაკავშირებით. ეს კომპანია დაფრინავს არაერთი მიმართულებით, მაგალითისთვის შემიძლია დავასახელო ისეთი ქვეყნები, როგორიცაა თურქეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, ჰოლანდია, გერმანია, ინგლისი, შვედეთი, შვეიცარია, ირანი, დუბაი, უკრაინა და ა.შ. შესაბამისად, კომპანიის მხარდაჭერა პროექტის მიმდინარეობისას საკმაოდ მნიშვნელოვანია. „ატლასგლობალმა“ უკვე დაიწყო ტურპაკეტების ფორმირება და სამიზნე ჯგუფებისთვის შეთავაზება იმისთვის, რომ სპეციალურად „Check in Georgia“-ს ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის დამატებით შემოიყვანოს ტურისტები“ - განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი ქუმსიშვილმა. „ატლასგლობალის“ კომერციული დირექტორის, თამარ თანდაშვილის განცხადებით, კომპანიამ ევროპის ქვეყნებიდან უკვე მიიღო სამ, ხუთ და შვიდდღიანი ტურების განხორციელებაზე შეკვეთები. „ჩვენ სამიზნე ჯგუფებს მივაწოდეთ სასტუმროების ნუსხა და გავაცანით საქართველოს თვალსაჩინო ადგილების დათვალიერების შესაძლებლობები. მჭიდრო კავშირი გვაქვს მსოფლიოს ცნობილ ტუროპერატორებთან, მათ მიეწოდებათ დეტალური ინფორმაცია საქართველოში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, ისინი შექმნიან ტურისტულ პაკეტებს და გაუწევენ პოპულარიზაციას შეთავაზებულ პროდუქტს. ჩვენი ავიაკომპანია მოხარულია, რომ მხარს უჭერს ამ მნიშვნელოვან პროექტს“ - აღნიშნა თამარ თანდაშვილმა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 24 აპრილიდან საქართველოში კონცერტებს გამართავენ მსოფლიო ვარსკვლავები - ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი, „Maroon 5“- და ხოსე კარერასი. „Check in Georgia“-ს ფარგლებში საქართველოს 19 ქალაქში ასევე ჩატარდება კონცერტები და და ფესტივალები ქართველი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით. გარდა ამისა, დაგეგმილია სასოფლო-სამეურნეო პროდუქტისა და ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვები, ღვინისა და ყველის ფესტივალები, ასევე ველო-ტურები და ლაშქრობები საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე.
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)