11:15 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-05 12:36:44, 549 ნახვა

პოლიტიკა
„მაესტროში“, პარტნიორთა კრებაზე ტელეკომპანიის დირექტორს ირჩევენ

ტელეკომპანია „მაესტრო“- ში პარტნიორთა კრება იწყება, სადაც ტელეკომპანიის დირექტორი უნდა აირჩიონ. „მაესტროში“ დირექტორობის ერთადერთი კანდიდატი ზურაბ ნაყეური უკვე მივიდა, თუმცა მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

კრების დაწყებამდე კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელმა გია გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ  ზურაბ ნაყეური ძალიან კარგი ფინანსისტია, რაც ამ ეტაპზე ტელევიზიას ყველაზე მეტად სჭირდება.

ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ლევან გაჩეჩილაძემაც.

„დღეს დაინიშნება ახალი დირექტორი. ზურაბ ნაყეური არის ერთადერთი რეალური კანდიდატი, მისი დანიშვნის შემდეგ დაითვლება ყველაფერი, მათ შორის ის ვალებიც, რაზეც ამდენი ხანი მიდის საუბარი. ნაყეეური საკმაოდ კარგი და ძლიერი ფინანსისტია. რაც შემეხება მე, მე დიდი ხანია ჩემ ძმასთან ერთად ჩართული ვარ „მაესტროს“ მართვაში. მამუკა ღლონტმა განაცხადა, რომ ის მხარს არ უჭერს ნაყეურის კანდიდატურას, მე კი ვეტყოდი ღლონტს - ის „მაესტროს“ გაკოტრების საქმესაც უჭერდა მხარს - მაგრამ ჩვენ გადავარჩინეთ.“ - განაცხადა ლევნა გაჩეჩილაძემ.

ცნობისთვის, „მაესტროს“ დირექტორობის ერთადერთი კანდიდატი  ზვიად ნაყეური, წარსულში ფოთის პორტში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics