|
2026-06-17 21:03:33, 3825 ნახვა
პოლიტიკა
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს. "პირველებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ჟურნალისტმა თქვა, რომ ჯერ კონსულტაციები უნდა გაიაროს პარტიის ლიდერებთან, მათ შორის დაკავებულ ლევან ხაბეიშვილთან, რომელიც ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეა. ჟორჟოლიანი ამბობს, რომ თინა ბოკუჩავას როლს ის პარტიაში საგარეო მიმართულბით ხედავდა, ახალი რეალობის გათავალიწინებით კი უცხოელ პარტნრიორებთან უერთიერთოებების შეთავსება უკვე ახალ საერთაშორისო მდივანს მოუწევს. " მე მგონია, რომ ამხელა პარტიის თავმჯდომარე უნდა იყოს არჩევითი. შესაბამისად, ვიტყვი, რომ არჩევნები გაცილებით უფრო მიმზიდველია, თუმცა მანამდე პარტიის წევრებს უნდა შევხდე, ვეტერანებს, ასევე მაინტერესებს ხაბესთან ან კომუნიკაცია, რაც ძალიან რთულია ციხეში. ჩემთვის მნიშვნელოვანია შეხვედრები და პარტია როგორ უყურებს ამ ყველაფერს. არჩევნები არის აუცილებელი ამ დროს, როდესაც ამბობს, რომ მე მოვდივარ დიდი ცვლილებებისთვის და რევოლუციისთვის, პარტიაში გჭირდება სრულფასოვანი ლეგიტიმაცია და სრულფასოვან ლეგიტიმაცაის გაძლევს არჩევნები. თინასთან დაკავშირებით გულწრფელი ვიყავი, რომ მეტი კომპეტენციაა, მისი ცოდნაა, გამცოდილებაა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ურთიერთობები, რაც მთავარი ამბავია ამ პარტიაში. წელიწადში 6 თვე ქვეყნის გარეთ მუშაობდა ამ პარტიის ძირითადი ნაწილი, შესაბამისად, ეს ხაზი უნდა დარჩეს. ეს ხაზი უნდა დარჩეს სხვა ადამიანტან ერთად, რომელსაც აქვს კომპეტენცია და გამოცდილება, რაც მე არ მაქვს. სწორედ ამიტომ იქნებოდა ეფექტური ფორმატის გათვალისწინება, მე ქვეყნის შიგნით, თინა ქვეყნის გარეთ. მე ვფიქრობ რომ კარგი ფორმულა იყო, მაგრამ ახლა უნდა იარსებოს ისეთმა ადამიანმა, რომელიც საგარეო მდივნის სტატუსით ამ ყველაფერს უზრუნველყოფს", - თქვა მან ტვ პირველის ეთერში.
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)