11:07 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-16 14:13:20, 662 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა

„საქართველოს ბანკის“ ელექტრონული კომერციის მიმართულების ხელმძღვანელმა, დოდი მალაზონიამ, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ტექნოლოგიურ ფორუმში - NextGen Payments & RegTech Forum, რომელიც ესპანეთში გაიმართა. ღონისძიებაზე მან პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, სადაც მიმოიხილა, თუ როგორ იცვლება თანამედროვე გადახდების სისტემები და რა ინოვაციებს ნერგავს საქართველოს ბანკი ამ მიმართულებით.

ფორუმი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა, სადაც ფინანსური სექტორის ლიდერები გლობალურ ტენდენციებსა და მომავლის გამოწვევებზე მსჯელობენ.

პანელური განხილვის ფარგლებში დოდი მალაზონიამ ხაზი გაუსვა რამდენიმე საკითხს, რომელიც როგორც გლობალურად, ისე საქართველოს ბაზრისთვის განსაკუთრებით აქტუალურია:

  • გადახდა, როგორც ზრდის შესაძლებლობა: გადახდების მიღება უკვე აღარ არის მხოლოდ ტექნიკური პროცესი. დღეს ეს პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ რამდენად კმაყოფილია მომხმარებელი და რამდენად წარმატებულია ბიზნესი.
  • უსაფრთხოება და კომფორტი: ბიზნესის მთავარი გამოწვევაა, ერთი მხრივ, შეიმუშაოს მაღალი დონის უსაფრთხოების სისტემები გადახდებში, ხოლო მეორე მხრივ, პროცესი მომხმარებლისთვის მაქსიმალურად მარტივი და შეუფერხებელი გახადოს.

ამასთანავე, დოდი მალაზონიამ აღნიშნა, რომ ქვეყანაში ელექტრონული კომერცია და ციფრული გადახდები ძალიან სწრაფად ვითარდება. ადგილობრივი მომხმარებელი აქტიურად ითვისებს უკონტაქტო და მობილური გადახდების ტექნოლოგიებს, რაც ბანკებს შესაძლებლობას აძლევს, შესთავაზონ ბიზნესებს თანამედროვე და მოქნილი გადაწყვეტილებები.

“ჩვენი მაგალითი ნათლად აჩვენებს, რამდენად სწრაფად იზრდება ციფრული გადახდების გამოყენება და როგორ ქმნის ეს ახალ შესაძლებლობებს ბიზნესებისთვის. მსგავსი საერთაშორისო ფორუმები კი არის კარგი სივრცე იმისათვის, რომ გავაზიაროთ ჩვენი გამოცდილება და ამავდროულად, გავეცნოთ ტენდენციებს, რომლებიც გადახდების ინდუსტრიის მომავალს განსაზღვრავს“, — აცხადებს დოდი მალაზონია, საქართველოს ბანკის ელექტრონული კომერციის მიმართულების ხელმძღვანელი.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ცაჰალის ცნობით, მოკლეს ჰამასის მეთაური აბუ მუსტაფა, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმასთან იყო დაკავშირებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics