11:08 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-16 09:56:52, 612 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქართული ღვინის ექსპორტის შესახებ ვორკშოპი გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვაზისუბნის მამულში ქართული ღვინის აშშ-ის ბაზარზე ექსპორტის თემაზე ერთდღიანი ინტენსიური ვორქშოპი გაიმართა. ღონისძიება ორგანიზებული იყო YTILI | Young Transatlantic Innovation Leaders Initiative-ის სამოქმედო პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და American Councils for International Education-ის მხარდაჭერით.

ვორქშოპი ქართველი მეღვინეებისა და ღვინის მწარმოებლებისთვის ჩატარდა და აშშ-ის ბაზარზე ექსპორტის სრული ჯაჭვის გაცნობას დაეთმო. მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული ინფორმაცია ბაზარზე შესვლის სტრატეგიების, რეგულაციების, დისტრიბუციის, გაყიდვების პროცესისა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის შესახებ.

ღონისძიების სპეციალური სტუმარი იყო კომპანია Fast Penny Spirits-ის (Amaricano) დამფუძნებელი ჯეიმი ჰანტი, რომლის პროდუქცია დღეს აშშ-ის 9 შტატში იყიდება. მან მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და დეტალურად ისაუბრა იმ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, რომლებიც აშშ-ის ბაზარზე ოპერირებას ახლავს თან.

საქართველოს ბანკისთვის მეღვინეობის მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ სექტორის განვითარებას, ცოდნის გაზიარებასა და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოზიციების გაძლიერებას. მსგავსი შეხვედრები მეღვინეებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და უკეთ მოემზადონ ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისებისთვის“, — განაცხადა ეკატერინე ჭურაძემ, საქართველოს ბანკის არაფინანსური პროდუქტების განვითარების და სუბსიდირებული პროექტების სამსახურის უფროსმა.

ღონისძიების პარტნიორები იყვნენ ვაზისუბნის მამული და Aramex Georgia.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ცაჰალის ცნობით, მოკლეს ჰამასის მეთაური აბუ მუსტაფა, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმასთან იყო დაკავშირებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics