15:38 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-11 10:56:57, 628 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა - ივანიშვილის მცდელობის მიუხედავად, საქართველოს დასავლეთი არ მიატოვებს

დავასრულეთ ვიზიტი ლონდონში, სადაც შევხვდით გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის ლორდთა და თემთა პალატის წევრებს, ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს. ივანიშვილის მცდელობის მიუხედავად, საქართველოს დასავლეთი არ მიატოვებს. ჩვენ დავიბრუნებთ სამშობლოს და დავაბრუნებთ მას მსოფლიო პოლიტიკაში ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს.

ამასთან, თინა ბოკუჩავა პარტიის განახლებასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

„რაც შეეხება პრეზიდენტი სააკაშვილის განაცხადს „ნაციონალური მოძრაობის“ გახსნის, განახლებისა და რეფორმირების შესახებ, რა ხანია, ჯანსაღი ცვლილებების აუცილებლობაზე ვსაუბრობ. მივესალმები მის მზაობას, უამრავი გამოწვევის მიუხედავად, ეს პროცესი პარტიაში დაიწყოს. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! გამარჯვება საქართველოს!“, – წერს თინა ბოკუჩავა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ რადიკალურ ცვლილებებს გეგმავს.

„მე არა მხოლოდ ვარცხნილობა შევიცვალე, არამედ ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს „ნაციონალურ მოძრაობაში“, რეფორმირებისთვის შემოვიერთებთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანს“, – დაწერა სააკაშვილმა სოციალურ ქსელში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics