|
2026-06-03 14:59:05, 3313 ნახვა
ეკონომიკა
„ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
„თეგეტა ჰოლდინგის“ მასშტაბურმა საგაზაფხულო კამპანიამ „ქალი მართავს“ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. უკრაინის პრესტიჟულ კრეატიულ დაჯილდოებაზე Kyiv International Advertising Festival (KIAF), რომელიც გამორჩეულ და ინოვაციურ სარეკლამო პროექტებს ავლენს, „თეგეტას“ კამპანიამ სარეკორდო რაოდენობის ჯილდო - 1 ოქრო, 5 ვერცხლი და 5 ბრინჯაო - დაიმსახურა. კამპანია, რომელიც კრეატიულ სტუდია JoyBoy-სთან კოლაბორაციით შეიქმნა, მიზნად ისახავს იმ მრავალმხრივი უნარების ხაზგასმას, რომლებითაც ქალები ნებისმიერ, მათ შორის სტერეოტიპულად მასკულინურ პროფესიებსა და საქმეებს წარმატებით ართმევენ თავს. პროექტის მთავარი საიმიჯო ვიდეორგოლი სხვადასხვა სფეროს 27 ძლიერ ქალს აერთიანებს: მექანიკოსებს, სატვირთოს მძღოლებს, მეშახტეებსა თუ ექიმებს - მათ, ვინც თავიანთი საქმით ყოველდღიურად ამტკიცებენ, რომ მართვა არა გენდერის, არამედ შინაგანი ძალის, ცოდნისა და მონდომების საკითხია. ელენე კოხრეიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერი: „საერთაშორისო ასპარეზზე, კერძოდ კი, Kyiv International Advertising Festival-ზე ასეთი აღიარება ჩვენთვის უდიდესი სიამაყეა. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, ნათლად გვეჩვენებინა, რომ არ არსებობს ბარიერი, რომლის გადალახვაც ქალებს არ შეუძლიათ. ეს კამპანია ჩვენთვის განსაკუთრებით ავთენტიკურია, რადგან „თეგეტას“ 30-წლიან ისტორიაში მას პირველად მართავს ქალი. მოპოვებული საერთაშორისო აღიარება გვაძლევს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას, გავაგრძელოთ გენდერულად თანასწორი გარემოს შენება“. თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების მთავარი ოფიცერი: „ქალების მხარდაჭერა „თეგეტასთვის“ არა მხოლოდ მარტის კამპანია, არამედ ჩვენი ყოველდღიური სტრატეგიისა და კორპორაციული კულტურის განუყოფელი ნაწილია. KIAF-ზე 11 ჯილდოს მოპოვება კიდევ ერთხელ გვიდასტურებს, რომ გზავნილი, რომელიც ამ კამპანიაში ჩავდეთ, უნივერსალური და ძლიერია. მოხარულები ვართ, რომ ჩვენმა იდეამ და კრეატიულმა შესრულებამ საერთაშორისო ჟიურის უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. გვჯერა, რომ სტერეოტიპების მსხვრევა და რეალური ცვლილებების მოტანა მხოლოდ ასეთი თანმიმდევრული, სისტემური მიდგომით არის შესაძლებელი“. კამპანიის კრეატიულ კონცეფციასა და შემოქმედებით პროცესზე საუბრობს JoyBoy-ს ქოფირაითერი სოფო ლომინეიშვილი: „ამ პროექტზე მუშაობა ჩვენთვის უდიდესი შემოქმედებითი და ემოციური გამოწვევა იყო. გვინდოდა, შეგვექმნა რაღაც იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ სარეკლამო რგოლია - მიზნად ვისახავდით რეალური, ძლიერი ქალების ავთენტიკური ისტორიების ჩვენებას ყოველგვარი შელამაზების გარეშე. ვიდეოში მონაწილე 27-ვე ქალი საკუთარი სფეროს ნამდვილი გმირია. უკრაინის კრეატიულ დაჯილდოებაზე მიღებული 1 ოქრო, 5 ვერცხლი და 5 ბრინჯაო არის იმის დასტური, რომ გულწრფელ იდეებსა და სწორ ემოციურ ვიზუალს საზღვრები არ აქვს. ვამაყობთ „თეგეტასთან“ პარტნიორობით, რომელმაც მოგვცა სრული თავისუფლება ამ თამამი იდეის განსახორციელებლად“. „თეგეტა ჰოლდინგისთვის“, როგორც ავტოინდუსტრიის ლიდერისთვის, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მხარდაჭერა არა ერთჯერადი აქტივობა, არამედ გრძელვადიანი CSR სტრატეგიის ნაწილია. კამპანია „ქალი მართავს“ ზუსტად პასუხობს კომპანიის შიდა კორპორაციულ კულტურასა და ღირებულებებს. -- „თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი”, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|




ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)