|
2015-02-19 11:48:40, 638 ნახვა
პოლიტიკა
მინდია ჯანელიძე: საქართველოში ნატო-ს საწვრთნელი ცენტრი იხსნება და არა სამხედრო ბაზა
"საქართველოში ნატოს წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნა იგეგმება და არა სამხედო ბაზის", - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისივე შეფასებით, ნატო-ს საწვრთნელ ცენტრს, რომელიც საქართველოში გაიხსნება შეტევითი მიზნები არ ექნება და ის ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების განვითარებისაკენ იქნება მიმართული. "საქართველოში არ იგეგმება ნატო-ს სამხედრო ბაზის განთავსება, იგეგმება წვრთნისა და შეფასების ცენტრის დაარსება, რომელიც მოემსახურება ჩვენი შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმის ამაღლებას. მათ ნატო-სთან თავსებადობის ხარისხსი ამაღლებას და ა.შ. ანუ ეს არ არის სამხედრო ბაზა, რომელსაც აქვს სამხედრო მიზნები და ამოცანები, ეს არის წვრთნისა და შეფასების ცენტრი. ამის შესახებ ნათლად დააფიქსირა პოზიცია ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა",- აღნიშნა ჯანელიძემ. მინისტრის თქმით, საქართველოში ნატო-ს საწვრთნელი ცენტრის გახსნა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული არ იქნება. "ცალსახად მინდა ავღნიშნო, ამ ბაზას არ აქვს არანაირი შეტევითი აგრესიული მიზნები, ეს არის ჩვენი შეიარაღებული ძალების განვითარების და შესაბამისად, ნატო-სთან თავსებადობის ამაღლებისკენ მიმართული. მიკვირს, რატომ ანერვიულებთ ჩვენს მეზობლებს, იმიტომ რომ ამ ცენტრის დაარსება და მისი ოპერირება არც ერთი მესამე მხარის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული არ არის. ზედმეტი ვნებათაღელვის საფუძველი არ აქვს. ეს გეგმის მიხედვით განხორციელდება", - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)