21:22 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-26 16:13:52, 2846 ნახვა

პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი მიენიჭება, რისთვისაც ყოველთვიური დანამატის სახით 1 360 ლარს მიიღებს (დარიცხული თანხა). შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში შედის.

კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა განისაზღვრება, როგორც უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობა.

"იმის გათვალისწინებით, რომ კანონის მოქმედი რედაქციის თანახმად, მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები, მიუხედავად პოლიტიკური თანამდებობის პირის სატატუსისა, განეკუთვნება უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის კატეგორიას, მიზანშეწონილია მინისტრი, როგორც დიპლომატიური დაწესებულების ხელმძღვანელი, ფლობდეს უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის პირის სტატუსს. აღნიშნულის გათვალისწინებით, კანონპროექტით გამოსწორდა ხარვეზი და 34-ე მუხლში შეტანილი ცვლილების თანახმად, შესაძლებელი ხდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიენიჭოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი",- წერია დოკუმენტში.

ამას გარდა, აღნიშნული კანონპროექტი დიპლომატიის აკადემიის შექმნას ითვალისწინებს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics