2026-05-26 14:32:34, 2959 ნახვა
პოლიტიკა
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ NATO-ს სამეკავშირეო ოფისი უერთდება ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში და ზეიმობს ქართველი ხალხის თავისუფლებას, მედეგობას და ურყევ სულისკვეთებას.
გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!
26 მაისს, ნატოს სამეკავშირეო ოფისი უერთდება ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში და ზეიმობს ქართველი ხალხის თავისუფლებას, მედეგობას და ურყევ სულისკვეთებას.
დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, საქართველომ ნატოსთან მჭიდრო პარტნიორობა დაამყარა. ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში," - წერია განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,