15:38 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-23 16:17:52, 3330 ნახვა

სამართალი
სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ლევან ახობაძეს პატიმრობა შეეფარდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილ მოადგილეს ლევან ახობაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა შამათავამ მიიღო.

ახობაძე ანტიკორუფციულმა სააგენტომ გუშინ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა.

ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატის, რაჟდენ კუპრაშვილის თქმით, არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებენ მის ბრალეულობას. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ბრალდებულის სახლიდან ამოღებული თანხა არ არის დიდი ოდენობის, არამედ 2 თვის ხელფასის თანხაა.

"ვერცერთი მტკიცებულება ვერ არის წარმოდგენილი, რომელიც მიუთითებს პირდაპირ ლევან ახობაძის ბრალეულობაზე. მეტიც, წარდგენილი ბრალი, ქრთამის აღება არ მოდის შინაარსობრივად იმ მტკიცებულებებთან, რაც წარმოადგინა პროკურატურამ… მთავარი მტკიცებულება, რომ რატომ უნდა დაგვეპატიმრებინა დღეს გენერალ-მაიორი ლევან ახობაძე, რომელიც მთელი თავისი ცხოვრებაა ამ ქვეყანას ემსახურება, ის არის ომის ვეტერანი… ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ თითქოს ლევან ახობაძის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია დიდი ოდენობით თანხა. ხალხო, არანაირი დიდი ოდენობით თანხა ამოღებული არ არის. 2 თვის ხელფასის ოდენობის თანხაზეა საუბარი… ჩვენ მზად ვართ, რომ ჩვენი სიმართლე დავადასტუროთ." - განაცხადა ადვოკატმა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics