|
2026-05-20 17:02:28, 1998 ნახვა
პოლიტიკა
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები განცხადებას ავრცელებენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები აცხადებენ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტებისთვის ბრძოლას არ წყვეტენ და პროტესტის გაგრძელებას აანონსებენ. ამის შესახებ მათ მორიგ განცხადებაშია ნათქვამი. მშობლების თქმით, მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან გარკვეული ნაბიჯებისა და მულტიდისციპლინური ჯგუფის შექმნის ინიციატივისა, მთავარი მოთხოვნა კვლავ უცვლელია — სახელმწიფომ დროულად უზრუნველყოს თანამედროვე პრეპარატების დაფინანსება და ქვეყანაში შემოტანა. მშობლები მადლობას უხდიან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს შეხვედრისა და მხარდაჭერისთვის. მათი განცხადებით, იმედოვნებენ, რომ საპატრიარქოს შუამავლობით შესაძლებელი გახდება ხელისუფლებასთან დიალოგი და პროცესის დაჩქარება, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საპროტესტო აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ ბავშვებისთვის აუცილებელი მედიკამენტები ხელმისაწვდომი არ გახდება. “ჩვენ, დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებს გვსურს კიდევ ერთხელ გამოვხატოთ მადლიერება საქართველოს კათალიკოს პატრიარქთან – უწმინდეს და უნეტარეს შიო III-სთან შეხვედრის გამო და გამოვთქვათ იმედი, რომ საქართველოს საპატრიარქოს შუამავლობით შევძლებთ ხელისუფლების დარწმუნებას, რომ მოკლე ვადებში საქართველოში შემოიტანოს დიუშენის სამკურნალო თანამედროვე პრეპარატები, რომლებიც აუცილებელია ჩვენი შვილების სიცოცხლის გადასარჩენად. ჩვენ ცალსახად მივესალმებით სახელმწიფოს ეგიდით მულტიდისციპლინური გუნდის შექმნას და დიუშენის პაციენტებისთვის პერიოდული გამოკვლევების დაფინანსებას. დასანანია, რომ ეს არ გაკეთდა 2 წლის წინ რაც შესაძლოა თავიდან ამ თავიდან აგვაცილებდა ბევრ საზიანო შედეგს მათ შორის რამდენიმე ბავშვის გარდაცვალებას. ამასთან, აუცილებელია, რომ ყველა სერვისი სრულყოფილად გავრცელდეს სრულწლოვან პაციენტებზეც, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში სწორედ სრულწლოვანების შემდეგ მძიმდება პაციენტების მდგომარეობა. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება კვლავ აგრძელებს თანამედროვე მედიკამენტების ან მათი მომწოდებელი კომპანიების ნეგატიურ ჭრილში წარმოჩენას. Სინამდვილეში, ამ მედიკამენტების (საუბარია 4 მედიკამენტზე – ელევიდისი, ეგზონების გამოტოვება, ჯივინოსტატი, ვამოროლონი) ვარგისიანობა და უსაფრთხოება დადასტურებულია ამერიკული და ევროპული წამლების მარეგულირებელი სააგენტოების მიერ და ისინი სწრაფად ვრცელდება თანამედროვე მსოფლიოში. მედიკამენტების საბაზრო ფასები კი შესაძლოა სრულიად შეიცვალოს როდესაც მოლაპარაკებებში ჩაერთვება სახელმწიფო. შესაძლოა ასევე გაკეთდეს სქემა, რომლის თანახმად მედიკამენტის ღირებულების ანაზღაურება ხდება სათანადო შედეგების მიღწევისას. Სამწუხაროდ, დიუშენი არის პროგრესირებადი დაავადება, რომელიც ყოველდღე შეუქცევადად აზიანებს ჩვენს ბავშვებს. ამიტომ ჩვენ დიდი ხნის ლოდინის დრო არ გვაქვს. აუცილებელია, რომ სასწრაფოდ დაიწყოს მოლაპარაკებები წამლების მიმწოდებელ კომპანიებთან. პარალელურად ჩვენ ვაგრძელებთ საპროტესტო აქციებს მანამ, სანამ ქვეყანაში არ იქნება შემოტანილი მედიკამენტები. ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს შვიდ საათზე ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან სოლოლაკში ჩავატარებთ ერთკაციან აქციას (რადგან იქ შეკრება აგვეკრძალა შსს-ს წერილობითი მითითებით) და უშუალოდ მივმართავთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს;
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)