15:37 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-18 14:16:20, 3167 ნახვა

საზოგადოება
ოთხშაბათს და პარასკევს ივანიშვილის რეზიდენციასთან მოვაწყობთ ერთკაციან აქციებს - მშობლები

ორგანიზაცია ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთვოვან დისტროფიას ამ სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ, რახან შსს არ აძლევთ მათ ივანიშვილის რეზიდენციასთან აქციის ჩატარების უფლებას, ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს 19 საათზე მოაწყობენ ერთკაციან აქციას.

"მოგესალმებით,

ისევე, როგორც ყოველ ორშაბათს, დღეს 17:00 -დან მხარდამჭერებთან ერთად შევიკრიბებით მთავრობის ადმინისტრაციის წინ და ხელისუფლებას შევახსენებთ, რომ ვითხოვთ წამალს ჩვენი ბავშვების გადასარჩენად. ხელისუფლების უმოქმედობის ყოველი დღე უდროს დაკარგულ სიცოცხლეს.

ასევე, ვაგრძელებთ უწყვეტ აქციებს მთავრობის ადმინისტრაციის წინ და დიუშენის მარშს ყოველ კვირა დღეს.

ასევე, ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილობითი მითითებით ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან შეკრების ჩატარება აგვეკრძალა, ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს 19:00 ზე ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან, სოლოლაკში ჩავატარებთ ერთკაციან აქციას, რომელიც კანონის თანახმად არ წარმოადგენს შეკრებას და, შესაბამისად, არ ექცევა შინაგან საქმეთა სამინისტროს მითითების ქვეშ.

მადლობას გიხდით ყველა ჩვენ მხარდამჭერს გვერდში დგომისა და დახმარებისთვის!" - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები, წამლების მოთხოვნით, 26 ღამეა კანცელარიის წინ ათენებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics