02:16 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-02 19:01:19, 596 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა აუტიზმის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდა.

შსს-ს ინფორმაციით, აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებს და მათ მშობლებს მეხანძრე-მაშველებმა, სააგენტოს დირექტორ ზვიად ქაწაშვილთან ერთად, განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოში უმასპინძლეს.

სტუმრები სიმულაციურ სწავლებას და საპნის ბუშტების საჩვენებელ შოუს დაესწრნენ. პატარებმა ხელის ანაბეჭდებით სასურველი ნახატებიც დახატეს.

სამწყობრო მოედანზე მოეწყო გამოფენა, სადაც გასულ წელს აუტიზმის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფოტოები და სააგენტოს კუთვნილი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა იყო წარმოდგენილი.

მეხანძრე-მაშველებმა ბავშვები მულტიპლიკაციური ვიდეომასალით დაასაჩუქრეს, სადაც დეტალურად არის აღწერილი სხვადასხვა ტიპის კატასტროფის დროს მოქცევის წესები.

ღონისძიების დასასრულს, სტუმრებმა და მასპინძლებმა ჰელიუმის ბუშტებით ცაში გზავნილი გაუშვეს: ,,მეხანძრე-მაშველები აუტიზმისთვის“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics