17:05 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-05 11:07:08, 2713 ნახვა

სამართალი
ჟურნალისტი გურამ როგავა, აცხადებს, რომ მასზე თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა

ჟურნალისტი გურამ როგავა, აცხადებს, რომ მასზე თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა. ამის შესახებ, როგავა სოციალურ ქსელში და ფოტოებს აქვეყნებს. მისივე ინფორმაციით, დეტალებზე დღეს TV ფორმულას ეთერში ისაუბრებს.

ჟურნალისტი ამბობს, რომ სისტემამ იცის ვინ არის ჩემზე თავდამსხმელი, მაგრამ არ სჯის მას.

"ორი სხვადასხვა წყარო საბოლოოდ ადასტურებს ჩემზე თავდამსხმელის ვინაობას. ინფორმაციის გადასამოწმებლად მის საცხოვრებელ მისამართზე მივედით.

ოჯახის წევრებთან გასაუბრების და მასთან სატელეფონო კავშირის შემდეგ, სოციალური ქსელებიდან ფოტოები და ვიდეოები წაშალა, გადააკეთა სახელი, მაგრამ ეტყობა არ იცის, რომ ბევრად ადრე დაარქივდა ყველაფერი მის შესახებ..." - წერს ჟურნალისტი გურამ როგავა.

 ჟურნალისტ გურამ როგავას თავს 2024 წლის 29 ნოემბერს, აქციის გაშუქების დროს პირდაპირ ეთერში დაესხნენ. სპეცრაზმელმა მას მძიმე დაზიანებები მიაყენა. როგავამ სახის ძვლებისა და კისრის მე-7 მალის რკალის მოტეხილობა მიიღო. ძალადობიდან მე-18 დღეს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა როგავა დაზარალებულად ცნო, თუმცა არავინ დასჯილა. მოგვიანებით ეს სამსახური გაუქმდა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics