19:53 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-27 13:35:18, 4579 ნახვა

საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი - კანდიდატი კი იქნება მოსაყდრე, მაგრამ რამდენ ხმას მოაგროვებს, ამ წუთას არავინ არ იცის

"მოსაყდრე აუცილებლად უნდა იყოს, მაგრამ კენჭისყრა უნდა მოხდეს. კანდიდატი კი იქნება მოსაყდრე, მაგრამ რამდენ ხმას მოაგროვებს, ამ წუთას არავინ არ იცის, სხვებიც იქნებიან კანდიდატები." - თქვა მეუფე ნიკოლოზმა ფორმულასთან.

მეუფის განცხადებით, აქვს ჩამოყალიბებული აზრი [კანდიდატთან დაკავშირებით] და მისი კანდიდატი "დადებითია"

ჟურნალისტის კითხვაზე რუსეთის დაზვერვის განცხადებასთან დაკავშირებით, უმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა თქვა "დარწმუნებული ვარ, რომ ტყუილია."

"თანამედროვე სიტყვა რომ გამოვიყენო "ფეიკი", შეთხზულია, წარმოუდგენელია რომ რუსეთის დაზვერვამ ეგეთი განცხადება გააკეთოს." - ამბობს მიტროპოლიტი ნიკოლოზი.

 ცნობისთვის, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური (СВР) ირწმუნება, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარს, ბართლომეოსს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევა სურს.

როგორც СВР-ში ირწმუნებიან, ბართლომეოსს სურს საქართველოს პატრიარქის კანდიდატად დასახელდეს პიროვნება, რომელსაც ის დაეყრდნობა. СВР-ის მტკიცებით, ეს სასულიერო პირები არიან დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics