12:25 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-26 18:19:49, 6894 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას

არ არსებობს პრაქტიკულად პარამეტრი, რომლითაც ჩვენ ერთი და ათი თავით არ ვუსწრებთ წინ როგორც უკრაინას, ისე მოლდოვა, ესენი არიან ქვეყნები, რომლებსაც გაუხსნეს მოლაპარაკებები, - ამის შესახებ ივანიშვილის მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სანქცირებულ და პროპაგანდისტულ სამთავრობო ტელევიზია "იმედს" განუცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, ყველა მიმართულებით, საქართველო არის მოწინავე ქვეყანა,  კანდიდატ სახელმწიფოებს შორის.  

„იგივე ეკონომიკა რომ ავიღოთ, ჩვენ ამ ხუთი წლის განმავლობაში 2021 წლიდან 2025 წლის ჩათვლით, 12 ნახევარი მილიარდი დოლარით გავზარდეთ სხვაობა საქართველოსა და მოლდოვის ეკონომიკებს შორის. ეს ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით 3 მილიარდი დოლარით გაიზარდა სხვაობა ჩვენ ბიუჯეტებს შორის საქართველოსა და მოლდოვის ბიუჯეტებს შორის. ეს არის ფაქტები. ასევე არის უამრავი ფაქტი დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებებთან, კორუფციასთან დაკავშირებით. მოლდოვა არის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა ისევე როგორც უკრაინა, თუმცა ხედავთ, რომ მათთან  დაკავშირებით არავითარი კრიტიკაც კი არ ისმის ამ საკითხზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დემო დღე 25 ივნისს გაიმართება
საქართველოს ბანკისა და Emolas Corporation - ის პარტნიორობის ფარგლებში, სამეფო უბნის თეატრი სპექტაკლ „მოახლეებს“ ნიუ იორკის სცენაზე წარადგენს
ალეკო ელისაშვილმა პაპუაშვილს სასამართლოში უჩივლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics