02:14 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-01 17:17:02, 520 ნახვა

საზოგადოება
დავით სერგეენკომ ქედის სასწრაფო დახმარებისთვის გადასაცემი შენობა დაათვალიერა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ქედის სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის გადასაცემი ადმინისტრაციული ფართი დაათვალიერა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელი პერსონალის მომავალ სამუშაო გარემოს აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარესთან, არჩილ ხაბაძესთან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორთან, დავით ტორუასთან და აჭარის ა/რ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებთან ერთად გაეცნო.

„ქედის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული ცენტრი ახალ მისამართზე სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ განთავსდება. ახალგარემონტებულ შენობაში, 90კვ. მეტრ ფართობზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალისთვის სამუშაო, მოსასვენებელი, სამედიცინო სახარჯი მასალის შესანახი - სულ 5 ოთახი იქნება გამოყოფილი. ახალი ადმინისტრაციული ფართი საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ინვენტარითაც აღიჭურვება.

ამ დრომდე, ქედის სასწრაფო დახმარების 26 თანამშრომელი ორ ოთახში იყო განთავსებული, სადაც შესაბამისი სამუშაო და მოსასვენებელი პირობები არ არსებობდა”, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

მათივე ცნობით, მომდევნო ეტაპზე, ადმინისტრაციული შენობები ხულოსა და შუახევის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რიონულ ცენტრებს გადაეცემა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics