|
2026-04-19 17:57:01, 7913 ნახვა
პოლიტიკა
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კვლავ დაარღვია და ისინი ბრიტანულ და ფრანგულ გემებსაც დაესხნენ თავს. მისი თქმით, ირანი ჰორმუზის სრუტეს ვერ ჩაკეტავს, რადგან ის უკვე აშშ-ს აქვს ბლოკირებული. თეთრი სახლის ლიდერის განცხადებით, აღარ აპირებს, „კარგი ბიჭი“ იყოს. „ირანმა გუშინ გადაწყვიტა ჰორმუზის სრუტეში ტყვიების სროლა – ჩვენი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული დარღვევა! ბევრი მათგანი ფრანგული გემისა და გაერთიანებული სამეფოს სატვირთო გემის წინააღმდეგ იყო მიმართული. ეს არ იყო კარგი, არა? ჩემი წარმომადგენლები ისლამაბადში, პაკისტანში მიემგზავრებიან – ისინი ხვალ საღამოს იქ იქნებიან მოლაპარაკებებისთვის. ირანმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ სრუტეს კეტავდა, რაც უცნაურია, რადგან ჩვენმა ბლოკადამ ის უკვე ჩაკეტა. ისინი გვეხმარებიან ისე, რომ არ იციან და ისინი ჩაკეტილი გასასვლელით კარგავენ დღეში 500 მილიონ დოლარს! შეერთებული შტატები არაფერს კარგავს. სინამდვილეში, ახლა ბევრი გემი მიემართება აშშ-ის, ტეხასის, ლუიზიანასა და ალასკასკენ, ტვირთის დასატვირთად, „გუშაგთა კორპუსს“ ყოველთვის სურთ, იყვნენ „მკაცრი ბიჭები!“. ჩვენ ვთავაზობთ ძალიან სამართლიან და გონივრულ გარიგებას და იმედი მაქვს, ისინი მას დათანხმდებიან, რადგან ასე თუ არ მოიქცევიან, შეერთებული შტატები ირანში ყველა ელექტროსადგურს და ყველა ხიდს დაანგრევს. აღარ ვიქნები კარგი ბიჭი! ისინი სწრაფად, მარტივად დაეცემიან და თუ შეთანხმებას არ დათანხმდებიან, ჩემთვის დიდი პატივი იქნება, გავაკეთო ის, რაც უნდა გაკეთდეს, რაც ირანისთვის სხვა პრეზიდენტებს უნდა გაეკეთებინათ ბოლო 47 წლის განმავლობაში. დროა, ირანის მკვლელი მანქანა დასრულდეს!“, – წერს დონალდ ტრამპი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)