|
2026-04-17 23:16:39, 13352 ნახვა
სხვადასხვა
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
კრასნოდარის მხარის სამუშაო ჯგუფის ცნობით, ანაპას სანაპიროსთან აღმოჩენილი ნავთობის ლაქა, სავარაუდოდ, უკრაინული დრონების მიერ რუსულ ტანკერზე თავდასხმის შედეგია. „გამჭვირვალე სამყაროს“ გარემოსდაცვითი პროექტის წარმომადგენელმა და ველური ბუნების დაცვის ცენტრის სამრეწველო გამწვანების პროგრამის კოორდინატორმა, იგორ შკრადიუკმა, BBC-ს განუცხადა, რომ საქმე ეხება „სოფიას“, რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ გემს, რომელიც „ჩრდილოვან ფლოტს“ ეკუთვნის. რეგიონული სამუშაო ჯგუფის ცნობით, წყლის ზედაპირიდან უკვე შეგროვდა დაახლოებით 28 ტონა ნავთობშემცველი ნარევი, რომელშიც ათასზე მეტი ადამიანი და ორასზე მეტი ერთეული ტექნიკა იყო ჩართული. თუმცა, შკრადიუკმა აღნიშნა, რომ გამოყენებული რესურსები არასაკმარისია დაღვრის ყველა შედეგის მოსაგვარებლად და მოქმედი რეგულაციები ასეთი ინციდენტებისთვის ძალიან შეზღუდულ რესურსებს ითვალისწინებს. დაბინძურების შესახებ ინფორმაცია 11 აპრილს გავრცელდა: შავ ზღვაში, სანაპიროდან დაახლოებით 11 კილომეტრში, ნავთობის ლაქა აღმოაჩინეს და ანაპასკენ დაიწყო მოძრაობა. კრასნოდარის მხარის საგანგებო სიტუაციების რეაგირების ცენტრმა განაცხადა, რომ ტერიტორია დამუშავდა ბიოსორბენტით და დამონტაჟდა ბუმები, თუმცა დაბინძურების გავრცელება ვერ შეჩერდა. სანაპიროზე ასევე 200-ზე მეტი მკვდარი და ნავთობით დაფარული ფრინველი იპოვეს. ალექსეი კნიჟნიკოვის ხელმძღვანელობით გარემოსდამცველთა ჯგუფის მიერ ჩატარებული Sentinel-1 თანამგზავრული სურათების ანალიზის თანახმად, დაბინძურებული ტერიტორია 117 კვადრატულ კილომეტრს აღწევდა, ხოლო დაღვრის მოცულობა 300-350 ტონას. ავარიის შემდეგ, ტუაფსეს სანაპიროსთან დაბინძურების ახალი კვალის შესახებ ინფორმაცია გაჩნდა. „ოსტოროჟნო ნოვოსტის“ ცნობით, ადგილობრივი მოსახლეობა ამას პორტში გაჩენილ ხანძარს მიაწერს, რომელიც დრონით თავდასხმის შემდეგ 24 საათზე მეტია ჩამქრალია. კრასნოდარის მხარის საგანგებო სიტუაციების რეაგირების ცენტრმა საზღვაო ტერმინალში ხანძრის არსებობა დაადასტურა. ადრე, შავი ზღვის სანაპირო 2024 წლის დეკემბერში „ვოლგონეფტ-212“ და „ვოლგონეფტ-239“ ტანკერების ჩაძირვის შემდეგ, მაზუთით ფართომასშტაბიანი დაბინძურების მსხვერპლი გახდა. ხელისუფლებამ ანაპას პლაჟების 2026 წლის 1 ივნისამდე გახსნა დაჰპირდა, თუმცა ბუნების დაცვის სრულიად რუსეთის საზოგადოების სამეცნიერო და ექსპერტთა საბჭოს წევრი სერგეი ოსტახოვი ვარაუდობს, რომ რეგიონის სრულ გაწმენდას სამ წელზე მეტი დრო დასჭირდება. „როსპრიროდნადზორმა“ აღიარა, რომ დაღვრილი მაზუთის შეგროვება შეუძლებელი იყო, რადგან ერთ-ერთი ჩაძირული ტანკერიდან საწვავი კვლავ მიედინება.
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)