18:29 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-17 15:35:45, 6567 ნახვა

სამართალი
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი

მსჯავრდებულები, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და კიდევ 9 პირი თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და პირველი ინსტანციის განაჩენი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა უცვლელად დატოვა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ თეა ლეონიძემ მიიღო.

ლეონიძის განაჩენით, 11 ბრალდებული ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში გამართლდა, თუმცა, ისინი პირველი ინსტანციის მოსამართლის, ნინო გალუსტაშვილის განაჩენის მსგავსად, ჯგუფურ მოქმედებაში ცნო დამნაშავედ. შესაბამისად, მოსამართლე ლეონიძემ არც ბრალდებისა და არც დაცვის მხარის საჩივარი არ დააკმაყოფილა.

ამ გადაწყვეტილებით, 2-წლიანი პატიმრობის განაჩენი შეუნარჩუნდათ პროევროპული აქციების მონაწილეებს. ესენი არიან:

  • 29 წლის ანდრო ჭიჭინაძე,
  • 28 წლის ონისე ცხადაძე,
  • 34 წლის გურამ მირცხულავა,
  • 21 წლის ლუკა ჯაბუა,
  • 50 წლის ჯანო არჩაია,
  • 27 წლის რუსლან სივაკოვი,
  • 26 წლის რევაზ კიკნაძე,
  • 54 წლის გიორგი ტერიშვილი,
  • 27 წლის ვალერი თეთრაშვილი,
  • 27 წლის სერგეი კუხარჩუკი,
  • 30 წლის ირაკლი ქერაშვილი.

2025 წლის 3 სექტემბერს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ჯგუფური ძალადობის მუხლით (225-ე) მიმდინარე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობა) გადააკვალიფიცირა.

მან ამ საქმის ყველა ბრალდებულს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics