07:19 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-31 16:45:48, 390 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი აშშ-ს ყოფილ ელჩს NATO- ში კურტ ვოკერს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორს, აშშ-ს ყოფილ ელჩს NATO- ში კურტ ვოკერს და  ვაშინგტონის ანალიტიკური წრეების წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც "ექსპრესნიუსს" საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრის მთავრი თემა რუსეთთან ურთიერთობა, უსაფრთხოების საკითხები, რეგიონში არსებული ვითარება და NATO - საქართველოს ურთიერთობები იყო.

როგორც ვაშინგტონის ანალიტიკური წრეების წარმომადგენლებმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას აღნიშნეს, ყველაფერს გააკეთებენ, იმისათვის, რომ საქართველოს თემატიკა ამერიკის დღის წესრიგში აქტიურად იყოს წამოწეული.

პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანის თენგიზ ფხალაძემ განაცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრეზიდენტი უშუალოდ ესაუბრა იმ ექსპერტებს რუსეთთან ურთიერთობის, უსაფრთხოების საკითხებისა და NATO - საქართველოს ურთიერთობების შესახებ, რომლებიც ვაშინგტონში პოლიტიკურ და საზოგადოებრივ აზრს ქმნიან და განსაზღვრავენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics