|
2016-03-31 13:29:12, 430 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძის შეფასებით, ბოლო 25 წლის მანძილზე საზოგადოების ევროპული არჩევანი გამოიკვეთა
25 წელი შესრულდა იმ რეფერანდუმიდან, რომლის მიხედვითაც ქართველმა ხალხმა მხარი დაუჭირა ქვეყნის დამოუკიდებელი, სუვერენური განვითარების გზას, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მინისტრის თქმით, საქართველომ კიდევ ერთხელ მკაფიო მხარდაჭერა მიიღო იმ მნიშვნელოვანი მაკონსოლიდირებელი მოვლენისა, რომელსაც ვიზალიბერალიზაცია ჰქვია. "25 წელი შესრულდა იმ რეფერანდუმიდან, რომლის მიხედვითაც ქართველმა ხალხმა მხარი დაუჭირა ქვეყნის დამოუკიდებელი, სუვერენური განვითარების გზას. შესაბამისად, ვფიქრობ, თუ რაიმე მკაფიო გამოიკვეთა ამ პერიოდის განმავლობაში, ესაა ჩვენი მოსახლეობის ურყევი არჩევანი გააგრძელოს ევროპული და ევროატლანტიკური სვლა”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა სწრაფი, დამსახურებული ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასრულება. „ვფიქრობ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები მოვისმინეთ, განსაკუთრებით ევროპარლამენტის იურიდიულ საკითხთან კომიტეტის თავმჯდომარისგან, ასევე ევრონესტის თავმჯდომარისგან. ჩვენ კიდევ ერთხელ მივიღეთ მკაფიო მხარდაჭერა იმ მნიშვნელოვანი მაკონსოლიდირებელი მოვლენისა, რომელსაც ვიზალიბერალიზაცია ჰქვია. ვფიქრობ, რომ ბოლო დღეებმა დაადასტურა, რომ საქართველოს საზოგადოება ძალიან დიდი ყურადღებით ადევნებს თვალყურს თითოეულ სიტყვას, რომელიც ითქმება ევროპაში, ევროპელი ლიდერების მხრიდან”, - განაცხადა ბაქრაძემ. მინისტრმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ ასეთი განცხადებები მომავალშიც მიმართული იქნება საქართველოს ევროპული არჩევანის მიმართ არსებული პოზიციების კონსოლიდირებისკენ, პროევროპული პოზიციების კონსოლიდირებისკენ და არა პოლარიზებისკენ. „ჩვენ კიდევ ერთხელ მივიღეთ მკაფიო მხარდაჭერა ერვოპარლამენტარებისგან. ევროკომისის პოზიციები უცვლელია და დიდი იმედით ვუყურებთ იმ პროცესებს, რომელიც დაიწყო და გრძელდება, როგორც პარლამენტში ისე საბჭოში”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)