|
2026-03-13 21:35:58, 8400 ნახვა
სამართალი
მიქაუტაძე - მიუხედავად ასეთი ბრალდებებისა, პროკურატურას საპროცესოზე მივმართე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის თქმით, იმის მიუხედავად, რომ მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალს არ იზიარებს, ერთი კვირის წინ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა. მიქაუტაძემ, , სასამართლო პროცესის სხდომაზე პროკურატურის მიერ მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალის შესახებ საუბრისას ასევე თქვა, რომ "ეს არის კონკრეტული პირების, რომელიც ზემოთ მოგახსენეთ, კონკრეტული დავალებების, მეგობრების თხოვნებისა და შურ-ბოღმიანობის შედეგი". "რასაც ამდენი ხანია გიყვებით ტოვებს ერთადერთ, უალტერნატივო დასკვნის საფუძველს - ამდენი უზუსტობა ბუღალტერიაში და ჩვენებებში, მითუმეტეს, ეს ყველაფერი ვერ მოხდებოდა თავისთავად, ეს არის კონკრეტული პირების, რომელიც ზემოთ მოგახსენეთ, კონკრეტული დავალებების, მეგობრების თხოვნებისა და შურ-ბოღმიანობის შედეგი. სიცრუის და მიზანმიმართული დეზინფორმაციის შექმნის მცდელობით გამოწვეული ნეგატივის შესაღება საზოგადოებისთვის არა და ვერ გამოგივათ, ამის იმედი კი არა, მჯერა. მიუხედავად ასეთი ბრალდებებისა, ასეთი ზიანისა, ოღონდ, ვის მივაყენე და რა მივაყენე არ ვიცი, ვინ რით დავაზიანე არ ვიცი, იმიტომ, რომ განგებამ გვაჩუქა ჩემი მოსახელის და მოგვარის მოლოდინი, ღვთის წყალობით ყველაფერი კარგად ჩაივლის და მალე გაჩნდება კაცი, მორიგი მიქაუტაძე, სწორედ ამიტომ, 1 კვირის წინ პროკურატურას მივმართე საპროცესო გარიგების გაფორმების თხოვნით. არარსებული დანაშაულის აღიარების და არარსებული ზიანის ანაზღაურების მზადყოფნის, რაც მთელი ოჯახის გადაწყვეტილება, რომ იქნებ, ერთად ვიზეიმოთ ის ბედნიერება, რაც რამდენიმე თვეში გველოდება. საკმაოდ სოლიდური თანხის გადახდა მოგვიწევს, მაგრამ არც ამას არ შევუშინდებით. ისევ ცალმხრივი მოლოდინის რეჟიმში ვართ. პროკურატურა იმეორებდა, არ მოუმართავთო, ჰოდა, ჩვენც მივმართეთ. შეიქმნა პრაქტიკები მსგავსი შემთხვევებისა. ჩემი შემთხვევა ის არის, რომ გაუგებარია ზიანი ვის მიადგა და სად. საზოგადოებრივ ინტერესს მიადგა ზიანიო, როგორც 194-ე მუხლი, რომელსაც პროკურორები "რეზინის მუხლს" ეძახიან. სადამდეც გინდა, იქამდე გაწელავ, ამას ნიშნავს "რეზინის მუხლი". - თქვა მიქაუტაძემ
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)