09:10 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-12 18:02:27, 4140 ნახვა

საზოგადოება
სოფელ კურსებიდან, მეწყრული ზონიდან 45 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებიდან, მეწყრული ზონიდან კიდევ შვიდი ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კუბლაშვილმა განაცხადა.

კუბლაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის სტიქიის ზონიდან ჯამში გაყვანილია 45 ოჯახი.

ადგილიდან, სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა, მოსახლეობა უკვე გასახლებულია და ოჯახები აღნიშნულ ტერიტორიაზე აღარ იმყოფებიან.

სოფელ კურსებში მეწყრული პროცესების განვითარების გამო ქუთაისი-ტყიბულის გზაზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics